ქალი მოხუცთა თავშესაფრიდან გაიქცა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთში, 92 წლის ბებია ორმეტრიან ღობეზე გადაძვრა და მოხუცთა თავშესაფრიდან გაიქცა. თანაც, ეს რეკორდულად სწრაფად, სულ რაღაც 24.5 წამში შეძლო. თუმცა, შორს წასვლა ვერ მოახერხა - თანამშრომლებმა ის დაწესებულებასთან ახლოს, მალევე იპოვეს და უკან დააბრუნეს. მოხუცთა თავშესაფრის დირექტორის თქმით, ბებიას ალცჰაიმერის მძიმე ფორმა აქვს. მისი სიმაღლე სულ 1.6 მეტრია, ის 92 წლისაა და ასე მარტივად ღობეზე გადაძრომა რომ მოახერხა, მისი ფიზიკური აქტივობის დამსახურებაა. მოხუცი კლდეზე ცოცვითაც ყოფილა გატაცებული.

მოხუცთა სახლის კამერების ჩანაწერები ჩინურ სოციალურ ქსელებში უმალ გავრცელდა და ასაკოვანი ქალის მოხერხებულმა მოძრაობებმა და სპორტულმა უნარებმა მომხმარებელთა აღფრთოვანება დაიმსახურა. კომენტარებში წერდნენ, რომ გაცილებით ახალგაზრდა ასაკშიც ვერ დაიკვეხნიდნენ ასეთი ენერგიულობითა და ამტანობით. „92-ის კი არა, 29 წლისაც ვერ  შევძლებდი ამ ღობეზე გადაძრომას“, - წერს ერთ-ერთი მათგანი.