აივ-ინფექცია დამარცხებულია?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სულ ორი ინექცია წელიწადში, სრულ იმუნიტეტს იძლევა ვირუსის მიმართ. თუკი ახალ პრეპარატს მოიწონებენ, მსოფლიო აივ-ინფექციის ამოძირკვას მიუახლოვდება. სწავლულებმა შექმნეს პრეპარატი, რომელიც 100%-ით იცავს ადამიანს დაინფიცირებისგან. წამლის ავტორი კომპანია Gilead Sciences-ია. ადრე ამ კომპანიამ შექმნა აბები შიდსის პროფილაქტიკისთვის - Truvada და Descovy. მათი ეფექტურობა იმით დადასტურდა, რომ ამ პრეპარტების გამოყენების შემდეგ, ადამიანების 99% აღარ დაავადებულა. ახლაც, ახალმა ვაქცინამ - „ლენაკაპავირმა“ წარმატებით გაიარა ცდები, რადგან კვლევების მესამე ფაზაში, ვირუსისგან 100%-იანი დაცვა აჩვენა.

ექსპერიმენტში მონაწილეობდა 16-დან 25 წლამდე ასაკის 5 300-ზე მეტი ქალი, რომლებიც დაავადების უშუალო რისკის ზონაში ცხოვრობდნენ. მათგან არცერთს არ გადასდებია აივ-ინფექცია. სწავლულთა თქმით, ახლა არსებობს სრული მტკიცებულება, რომ წელიწადში ორი აცრა შიდსის მიმართ სრულ იმუნიტეტს მოგვცემს. თუმცა, პრობლემად რჩება მისი ძალიან მაღალი ფასი - ერთი ნემსის ღირებულება 20.5 ათასი დოლარია, არადა, წელიწადში, ორი ნემსია საჭირო.