ლუდი გულის დაავადებების რისკს აქვეითებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქარვისფერი სასმელის მცირე რაოდენობა გულის დაავადებების რისკს ამცირებს, - ასეთ განცხადებას აკეთებენ იტალიელი სწავლულები. მათ 15 000-მდე ადამიანის მონაცემები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ დღეში ორი პატარა ქილა ლუდის დალევა არა მხოლოდ არ ვნებს ჯანმრთელობას, არამედ, გულისა და სისხლძარღვების დაავადებების განვითარებას 25%-ით უშლის ხელს.

ალკოჰოლი და ლუდის სხვა კომპონენტები ორგანიზმზე პოზიტიურ გავლენას ახდენენ. სუსტი სქესის წარმომადგენლებს შეუძლიათ თამამად მიირთვან დღეში ერთი ქილა, ხოლო მამაკაცებმა - ორი ქილა ისე, რომ არაფერი ავნონ საკუთარ ჯანმრთელობას. გამონაკლისს შეადგენენ მხოლოდ ის ადამიანები, რომლებსაც ალკოჰოლის მოხმარებიდან გამომდინარე, სიმსივნის განვითარების მაღალი რისკი აქვს. დანარცჩნებს კი შეუძლიათ ლუდის დადებითი ეფექტი შეიგრძნონ, რომელიც მდიდარია ფენოლური შენაერთებით. ეს ნაერთები გამოირჩევიან ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებებით. სწავლულთა თეორიებით, ქარვისფერ სასმელს სხეულის ვირუსებისგან დაცვაც შეუძლია.