ბაიდენი თვითიზოლაციის შემდეგ თეთრ სახლში ბრუნდება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციის შემდეგ თეთრ სახლში ბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ბაიდენი დელავერის შტატში მდებარე საკუთარ სახლს მალე დატოვებს და თეთრ სახლში ადგილობრივი დროით 14:30 საათზე დაბრუნდება.
ტელეარხის თანახმად, დღეს ბაიდენ საჯარო გამოსვლა დაგეგმილი არ აქვს.

აშშ-ის პრეზიდენტს კორონავირუსი 18 ივლისს დაუდასტურდა, რის შემდეგ ის თვითიზოლაციაში გადავიდა. როგორც თეთრი სახლი თავის განცხადებაში აღნიშნავდა, ბაიდენი ვაქცინირებული იყო და მას მსუბუქი სიმპტომები ჰქონდა.