სეს-მა 18 ყველის საწარმოდან 10-ში შეუსაბამობები გამოავლინა

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ლაბორატორიული კვლევის შედეგად 12 მიკრობიოლოგიურად დაბინძურებული ყველის ნიმუში გამოვლინდა. ეს შედეგი მიმდინარე წლის ოქტომბერში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინიციატივით, პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა.

აღნიშნულ ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 18 ყველის საწარმო შეამოწმა საიდანაც 10-ში შეუსაბამობები გამოვლინდა. დაჯარიმდა 8 მეწარმე აქედან, 6 ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის და კომპანიებს რეგისტრაციის გავლამდე საქმიანობა აეკრძალათ.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ინფორმაციით, მთლიანობაში სეს-ის რეაგირებას დადებითად აფასებენ, თუმცა კითხვის ნიშნები „დიდგორის“ ბრენდის ყველის შემოწმებასთან დაკავშირებით რჩება, ვინაიდან ნიმუშები სეს-მა ლაბორატორიულად არ გადაამოწმა.

მათივე შეფასებით, დამაკმაყოფილებლად ვერ ჩაითვლება შეტყობინების კომპანიებისადმი პასუხების გაცემის ვადები. 7-დან 5 შემთხვევაში იგი აღემატებოდა 20 დღეს, 2 შემთხვევაში კი 32 და 38 დღე შეადგინა.

აღნიშნული მონიტორინგის შედეგები მოწმობს, რომ არაეტიკეტირებული ყველის მიკვლევადობა და ჰიგიენური მდგომარეობა ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს.