შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი საქართველოს ევროპასთან უფრო მეტად დააკავშირებს - ბლუმბერგი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გამოცემა „ბლუმბერგი" საქართველოს შესახებ კიდევ ერთ სტატიას, სათაურით „როგორ გააძლიერებს მსოფლიოს ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელი ევროპას" აქვეყნებს.

„აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, სტატიაში საუბარია საქართველოზე, როგორც მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ცენტრზე, სადაც სულ უფრო სწრაფად ვითარდება განახლებადი და სუფთა ენერგია. სტატიის ავტორი ასევე საუბრობს საქართველოში შავი ზღვის ელექტროკაბელის მნიშვნელობაზე.

„იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო ენერგომომარაგების კრიზისის წინაშეა, საქართველო ყალიბდება მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ცენტრად, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, და ამასთან, სთავაზობს სუფთა ენერგიას თავისი მნიშვნელოვანი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალით“, - წერს „ბლუმბერგი".

როგორს სტატია აღნიშნავს, საქართველოდან რუმინეთის სანაპირომდე 1100 კილომეტრზე გადაჭიმული 1000-1500 მეგავატი სიმძლავრის კაბელი სამხრეთ კავკასიის ელექტროქსელს ევროპასთან დააკავშირებს.

„ეს თამამი წამოწყება მიზნად ისახავს საქართველოს გარდაქმნას განახლებადი ენერგიის მთავარ ექსპორტიორად, ამავდროულად ქვეყანას ევროპასთან უფრო მჭიდროდ დააკავშირებს და მისი, როგორც საიმედო სატრანზიტო ქვეყნის როლს გააძლიერებს“, - წერს „ბლუმბერგი".

როგორც სტატიაშია ნათქვამი, საქართველოს ამბიციებს, განავითაროს სუფთა ენერგია, ასახავს განახლებადი ენერგიის 202 პროექტი, რომლებიც განვითარების ეტაპზეა. მათ შორისაა 153 ჰიდროელექტროსადგური, 18 ქარის ელექტროსადგური და 31 მზის ელექტროსადგური.