აუდიტის რომელი ანგარიშები გადააგზავნა უწყებამ გენერალურ პროკურატურაში

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აუდიტი

 

2022 წლის მნიშვნელოვანი ანგარიშების მიმოხილვა

 

მაკა რუხაძე

 

უკვე წლებია, „ვერსია“ რეგულარულად აშუქებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებს, რომლებშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების ფინანსური დარღვევებია ასახული. ამჯერად, 2022 წლის რამდენიმე ანგარიშს გთავაზობთ - წლის განმავლობაში, უწყების ვებ-გვერდზე უამრავი დასკვნა გამოქვეყნდა, რომლებიც „ვერსიაშიც“ გაშუქდა და მათი თავმოყრა ფიზიკურად შეუძლებელია, ამიტომ მხოლოდ იმ ანგარიშებს გაგაცნობთ, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიმოხილვას კი იმ დასკვნებით ვიწყებთ, რომლებიც სახელმწიფო მაკონტროლებლებმა გენერალურ პროკურატურაშიგადააგზავნეს, რადგან მათში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები გამოავლინეს.


პროკურატურაში გადაგზავნილი ანგარიშები

2022 წელს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 19 ანგარიში გადააგზავნა. როგორც ცნობილია, ქვეყნის მთავარი მაკონტროლებლების მიერ გამოვლენილ დარღვევებზე სამართლებრივი რეაგირება უკვე დაწყებულია. გამოძიების დასრულებისთანავე გაირკვევა, რა ოდენობის თანხა შევა სახელმწიფო ბიუჯეტში და რომელი ჩინოვნიკი გამოემშვიდობება საკუთარ კაბინეტს. მაგალითად, 2018-2021 წლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებზე სამართლებრივი რეაგირების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტში 850 000 ლარი შევიდა. 2018-2021 წლებში, აუდიტის სამსახურმა სულ 269 ანგარიში აუდიტი ჩაატარა, მათგან 114 ანგარიში პროკურატურაში გადაიგზავნა. 2018-2021 წლების აუდიტის ანგარიშების 42% სავარაუდო სამართალდარღვევას შეიცავდა.

პროკურატურაში გადაგზავნილი 19 ანგარიში 68% საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს ეხებოდა. აღსანიშნავია, რომ გენერალური პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ განხორციელებული რეაგირება და მიღწეული შედეგებიც აისახა. მეტიც, გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში - 2018-2021 წლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან მიღებულ ანგარიშებთან დაკავშირებით განხორციელებული რეაგირების შესახებ. ამ ანგარიშის მიხედვით, აუდიტის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და პროკურატურის გატარებული სამართლებრივი რეაგირების შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს აუნაზღაურდა დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანი - 850 ათასი ლარი.

 

19 ანგარიში, რომლებიც 2021 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გენერალურ პროკურატურას გადაუგზავნა:

 

შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;
სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მიერ საინვესტიციო ვალდებულების სანაცვლოდ სახელმწიფო ქონების გადაცემის 2017-2018 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის მასალები;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის მასალები;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის მასალები;  
თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების 2017-2018 წლების დაფინანსების შესაბამისობის აუდიტის მასალები; თბილისის განვითარების ფონდის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები;
ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების მიერ 2020 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების სისტემური შესაბამისობის აუდიტის მასალები;
სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ 2018-2019 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მასალები;
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში;
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები;
ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშის მასალები;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებისა და დაწესებულებების სარგებლობაში არსებული სახელმწიფო უძრავი ქონების გამოყენების შესაბამისობის აუდიტის მასალები;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროგრამებისათვის;
გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის მასალები;
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების 2020 წლის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიშის მასალები.

 

ეს ანგარიშები „ვერსიაში“ დეტალურად უკვე განვიხილეთ, თუმცა მაინც შეგახსენებთ, რომ დარღვევები, რომლებიც სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს, ძირითადად, ისეთ მუხლებს ეხება, როგორებიცა მითვისება ან გაფლანგვა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, თაღლითობა და სამსახურებრივი გულგრილობა. დარღვევები სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური, არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს, ასევე, შესყიდვებსა და აქტივების მართვაში აღმოჩენილ ხარვეზებს.

 

დარღვევები ძიუდოს ფედერაციაში

2022 წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე ძიუდოს ეროვნული ფედერაციის აუდიტის ანგარიშიც გამოქვეყნდა, რომელიც „ვერსიამ“ დეტალურად განიხილა. სახელმწიფო აუდიტის შედეგად, დარღვევები გამოვლინდა, როგორც სახელმწიფო შესყიდვებში, ასევე შრომის ანაზღაურებასა და შიდა კონტროლში.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მიერ, სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას, რიგ შემთხვევებში, მიმწოდებელ კომპანიებს ბაზრის კვლევის და ალტერნატიული შეთავაზებების განხილვა-შეფასების გარეშე არჩევდნენ. კერძოდ, სპორტსმენთა შეკრებებზე, სასტუმრო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებებით,გათვალისწინებული არ ყოფილა მოწოდებული მომსახურების ხარისხის ინსპექტირების მექანიზმები,  შეთანხმებული და განსაზღვრული არ იყო სპორტსმენთა კვებისთვის საჭირო მენიუ და მისი ღირებულება. მეტიც, სასტუმრო მომსახურების ერთეულის ღირებულებები გაურკვეველი იყო.

სატრანსპორტო მომსახურების 70%, რისთვისაც 204 147 ლარი დაიხარჯა, ბაზრის კვლევის გარეშე,მხოლოდ ერთი მომწოდებლისგან იყო შესყიდული. მომსახურების დამადასტურებელ დოკუმენტებში არ მიუთითებიათ სატრანსპორტო საშუალებები და არც გადასაზიდი საქონლის დასახელებები. შესაბამისად, გაურკვეველია, რა პარამეტრებსა და ტარიფებზე დაყრდნობით ადგენდნენსატრანსპორტო მომსახურების თანხებ. იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც ერთი და იმავე მომსახურე ორგანიზაციის პირობებშიც კი, საწვრთნელ შეკრებებზე გადასაზიდი ინვენტარის მოცულობისა და მარშრუტის უცვლელობის დროს, ტრანსპორტირების ხარჯი არსებითად განსხვავდებოდა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მიერ, საერთაშორისო ტურნირებსა და შეკრებებზე სპორტსმენთა გამგზავრების მიზნით, ბაზრის კვლევისა და ხელშეკრულებების გაფორმების გარეშე, 967 583 ლარის ღირებულების ავიაბილეთები შესყიდულია შუამავალი კომპანიის, ძიუდოს ფედერაციის კონტროლს დაქვემდებარებული ააიპ ძიუდოს განვითარების ხელშეწყობის ფონდის მიერ 2014 წელს, 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს „ჯ.ფ. თრეველისგან“. გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ამ კომპანიისგან შესყიდული ბილეთის ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სხვა სპორტული ფედერაციების მიერ,ანალოგიურ პერიოდში, ამავე მიმართულებით შესყიდული ავიაბილეთების ღირებულებისგან.

გარდა ამისა, „თბილისის გრან-პრი 2018-ის“ ტურნირის ორგანიზების მიზნით, 24 355 ლარის სარეკლამო მომსახურება ძიუდოს ეროვნულმა ფედერაციამ ხელშეკრულების გაფორმებამდე 20 დღით ადრე, ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწის მიერ დაფუძნებული შპს „მიქსიდან“ შეისყიდა!

სახელმწიფო აუდიტორებმა დარღვევები გამოავლინეს შრომის ანაზღაურების ნაწილშიც. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ საშტატო განრიგით გათვალისწინებული ადმინისტრაცისა და მომსახურე პერსონალთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებითა და ფედერაციის სხვა ოფიციალური დოკუმენტებით, რიგ შემთხვევებში, სამუშაოს აღწერილობები არ განუსაზღვრავთ.

ხარვეზები გამოვლინდა შიდა კონტროლშიც. მაალითად, აღმასკომის მხრიდან, ფედერაციის საქმიანობაზე წესდებით გათვალისწინებული კონტროლი სათანადოდ არ ხორციელდება, კერძოდ,ფედერაციის ბიუჯეტის პროექტი აღმასკომის და ყრილობის მიერ, არ დამტკიცებულა.

საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში, ძიუდოს ეროვნული ფედერაციის თანამდებობის პირთა და დამხმარე პერსონალის საშტატო ერთეულები და სახელფასო ფონდი, აღმასკომის ნაცვლად, დამტკიცებულია ფედერაციის პრეზიდენტის მიერ. თუმცა ფედერაციას დამოუკიდებელი აუდიტორი მოწვევა და ფედერაციის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შემოწმება არ განხორციელებულა. გარდა ამისა, არ წარმოებს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. არ არის აღრიცხული ფედერაციაში არსებული ძირითადი საშუალებები და სასაქონლო მატერიალური ფასეულობები. აუდიტის პერიოდში ჩატარებული მატერიალურ ფასეულობათა აღწერით გამოვლინდა 33 სხვადასხვა დასახელების, 1 199 ერთეული ბუღალტრულად აღურიცხავი მატერიალური ფასეულობა. არ ჩატარებულა აქტივებისა და მოთხოვნა-ვალდებულებების ინვენტარიზაცია“.

 

დარღვევები დისტანციურ სწავლებაში

სახელმწიფო აუდიტორები საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლებითაც დაინტერესდნენ. მიზეზი მარტივია - 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიამ მთელი მსოფლიო სრულიად ახალი რეალობისა და და გამოწვევების წინაშე დააყენა. ბუნებრივია, ახალ რეალობას განათლების სისტემაც უნდა მორგებოდა, რის გამოც აუცილებელი გახდა სასწავლო პროცესის ვირტუალურ სივრცეში გადატანა და დისტანციური ფორმატის შემოღება. სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა, რამდენად ეფექტიანად წარიმართა საქართველოს საჯარო სკოლებში დისტანციური სწავლება. აუდიტი ჩატარდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო - USAID-ის მხარდაჭერით, აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახურის - GAO-სა და აუდიტის განვითარების ცენტრის - CAE-ს ექსპერტების ჩართულობით. როგორც მოსალოდნელი იყო, აუდიტის შედეგად, ის ნაკლოვანებები და ხარვეზები გამოვლინდა, რომლებიც გავლენას ახდენდნენ სასწავლო პროცესზე დისტანციურ ფორმატში.

ვიდრე ძირითად დარღვევებს განვიხილავთ, შეგახსენებთ, რომ COVID-19-ის პანდემით შექმნილი ვითარების გამო, 2020 წლის 21 მარტს, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ზოგადსაგანმათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ და საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო:

„Microsoft office 365 Teams-ში, ყველა საჯარო სკოლის კლასებისა და საგნებისთვის ვირტუალური საკლასო ოთახები შეიქმნა; Microsoft Office 365-ის მომხმარებლის პროფილი 528 327 მოსწავლისა და 52 124 მასწავლებლისთვის შეიქმნა, რისთვისაც Microsoft Teams-ის ქართულ ენაზე ადაპტირება გახდა საჭირო; სატელევიზიო სივრცეში დაიწყო პროექტი „ტელესკოლა“; რაც მთავარია, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში, დისტანციური სწავლება განისაზღვრა, როგორც სწავლების ერთ-ერთი ფორმა, დამტკიცდა დისტანციური სწავლების წესი, განისაზღვრა მოსწავლეთა ყოველდღიური დატვირთვა და სასკოლო საათობრივი ბადე; გაფორმდა მემორანდუმი ინტერნეტის პროვაიდერ კომპანიებთან, რომლის ფარგლებშიც, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მობილური ინტერნეტის სპეციალური პაკეტები შესთავაზეს; 2020 წლიდან, მასწავლებელთა ყველა ტრენინგი ტარდებოდა ონლაინ, Teams-ის გამოყენებით. 2021 წელს, ამ პლატფორმაზე, სხვადასხვა საგნობრივი და ზოგადპროფესიული მიმართულებით, 38 424-მა მასწავლებელმა, ჯამში, 69 ტრენინგ-კურსი გაიარა. პანდემიის პირველ ეტაპზე, ყველა სკოლამ სწავლება ონლაინ-რეჟიმში განახორციელა, ხოლო ამის შემდეგ, ეტაპობრივად, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რეგიონებისა და ქალაქების სკოლები, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, იხსნებოდა და იხურებოდა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

ახლა, რაც შეეხება დარღვევებს, ქვეყნის მასშტაბით,მოსწავლეების გარკვეულ ნაწილს ხელი არ მიუწვდება დისტანციური სწავლებისთვის საჭირო რესურსებზე -კომპიუტერებსა და ინტერნეტზე. სამწუხაროდ, განათლების სამინისტრო ასეთი მოსწავლეების რაოდენობის შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობს.

„დისტანციური სწავლების განსახორციელებელ ერთ-ერთ საშუალებად, განათლების სამინისტრომ გამოიყენა პლატფორმა - Microsoft Teams-ი, რომლის ლიცენზიების შესყიდვა დაიწყო 2019 წელს. 2021 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მოსწავლეების მიერ, ბონუს-ლიცენზიების ათვისების მაჩვენებელი დაბალი იყო და მხოლოდ 42% გახლდათ, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მიერ აუთვისებელი იყო ფასიანი ლიცენზიების 17.5% და 10%. ლიცენზიების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრის, გააქტიურების გეგმისა და მონიტორინგის მექანიზმების ნაკლებობის პირობებში, რესურსის არაპროდუქტიულად გამოყენების რისკები გაჩნდა“.

სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2017 წლიდან 2021 წლის ივლისის ჩათვლით, საჯარო სკოლებში დასაქმებული მასწავლებლების 42% არ იყო ჩართული საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით განხორციელებულ ტრენინგ-მოდულებში. 2017 წლიდან, ცენტრმა დაიწყო მასწავლებელთა გადამზადება კომპიუტერული უნარების განსავითარებლად. მიუხედავად ამისა, პანდემიამდე,ინფორმაციულ ტექნოლოგიებში გადამზადებული იყო15 000 პედაგოგი, რაც მასწავლებელთა 27%-ია.

„დისტანციური სწავლების ერთ-ერთ ფორმად, საგანმანათლებლო პროექტი „ტელესკოლა“ გამოიყენეს, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტისა და პროგრამის მიხედვით, ტელე-გაკვეთილების ჩატარებას ითვალისწინებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ „ტელესკოლის“ გაკვეთილები სრულად არ ფარავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ყველა სავალდებულო საგანს. შესაბამისად, ის მოსწავლეები, რომლებიც მხოლოდ „ტელესკოლით“ იღებენ განათლებას, კონკრეტულ საგნებში, შესაძლოა, საგაკვეთილო პროცესის მიღმა დარჩნენ. ამავე პროექტი ფარგლებში, რეგიონების მიხედვით, იმ მოსწავლეთა რაოდენობასაღრიცხავენ, რომლებიც მხოლოდ „ტელესკოლით“ იღებენ განათლებას, თუმცა პროექტის განმახორციელებელი უწყებები არ ფლობენ სრულ და უახლეს ინფორმაციას ტელესკოლისნახვადობის სტატისტიკის შესახებ, სხვადასხვა პარამეტრის გათვალისწინებით, რაც აფერხებს პროგრამის შეფასებისა და მონიტორინგის პროცესს“, - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში.

სახელმწიფო მაკონტროლებლების მტკიცებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს არ აქვს შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელი ღონისძიებები განისაზღვრება, რათა გაუთვალისწინებელმა მოვლენებმა, მომავალში,ნაკლები ზიანი მიაყენოს განათლების სისტემას. ამასთან, არ არის დანერგილი პროცესი, რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის გრძელვადიანი ეფექტებისა და დისტანციური სწავლების შედეგების პოტენციური გავლენის შეფასებას განათლების სისტემაზე. სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომპანდემიის მოკლევადიანი ეფექტები ნეგატიურად აისახა მოსწავლეთა შედეგებზე და ყოველივე ეს, მიუთითებს, რომ საგანგებო გეგმის შემუშავებააუცილებელია.

„საქართველოს მაღალმთიან რეგიონებსა და ბარის შორეულ სოფლებში, მასწავლებელთა დეფიციტის აღმოფხვრის მიზნით, ხორციელდება პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ და ქვეპროგრამა - „დისტანციური სწავლება“,  რომლებიც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფენ არსებული დეფიციტის შევსებას. ცენტრის ინფორმაციით, 2018-2021 წლებში, სხვადასხვა მიზეზით, 309 ერთეული მასწავლებლის ვაკანსია ვერ შეივსო. მეტიც, არსებობს რისკი, რომ ამ დეფიციტის გავლენით, 2018-2021 წლებში, სხვადასხვა სასწავლო წელს, რომელიმე საგანში, სათანადო განათლება, ჯამში, დაახლოებით, 15 000-მა მოსწავლემ ვერ მიიღო“.

სახელმწიფო აუდიტორების მტკციცებით, „ასწავლე საქართველოსთვის“ და „დისტანციური სწავლება“ ემსახურება საერთო მიზანს - აღმოფხვრას მასწავლებელთა დეფიციტი მაღალმთიან რეგიონებში, თუმცა სწავლების წარმართვის ფორმაგანსხვავებულია. ზოგადად, „დისტანციური სწავლების“ ქვეპროგრამის განხორციელება, დაახლოებით, ოთხჯერ უფრო ნაკლები ფინანსური რესურსითაა შესაძლებელი და უფრო მეტი დეფიციტური კადრის მოძიებაც შეუძლია, რაც მოსწავლეებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას გაზრდის იმ შემთხვევებში, როდესაც რეგიონებში, კვალიფიციური კადრის მივლინება შეუძლებელია.