ირაკლი ღარიბაშვილმა დაზვერვის სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში მოისმინა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს შეხვდა. შალვა ლომიძემ პრემიერ-მინისტრს სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა.

პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა განიხილეს 2023 წლის გეგმები და სამსახურის განვითარების პრიორიტეტები.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს აგრეთვე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები.