„უკრაინაში დამატებითი მობილიზაცია განხორციელდება, თუ აშშ-ის დახმარება ნაკლები იქნება“-დავით არახამია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინის რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ უკრაინა დამატებით მობილიზაციას განახორციელებს, თუ აშშ უარს იტყვის დახმარების გახანგრძლივების გადაწყვეტილებაზე ან შეამცირებს მის მოსალოდნელ ღირებულებას.

"თუ დახმარება ნაკლები იქნება, მეტი ადამიანის მობილიზება დაგვჭირდება. თუ მეტი დახმარება იქნება, მაშინ შეიარაღების კოეფიციენტი იზრდება. შემდეგ კი ნაკლები ხალხი დაგვჭირდება, რადგან შეგვიძლია ფრონტის ზოგიერთი მონაკვეთი იარაღით დავფაროთ", - აღნიშნა დავით არახამიამ.