რუსეთის მიმართ ძალიან უარყოფითი განწყობებია საზოგადოებაში - სომეხი ბიზნესმენი რუბენ ვარდანიანი

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბიზნესმენი, ყარაბაღის ყოფილი დე ფაქტო სახელმწიფო მინისტრი რუბენ ვარდანიანი, რომელსაც მედიაში ყარაბაღში „მოსკოვის გაგზავნილად“ მოიხსენიებდნენ, ახლა აცხადებს, რომ სომხურ საზოგადოებაში ძალიან უარყოფითად უყურებენ რუსეთს.

„რუსეთს, რა თქმა უნდა, შეეძლო დახმარება. ხალხი, ზოგადად, ძალიან გაბრაზებულია, რომ რუსმა სამშიდობოებმა ვერ მოახერხეს კონფლიქტის შეჩერება. ძალიან უარყოფითი განწყობებია საზოგადოებაში მსოფლიოს, მათ შორის რუსეთის მიმართ“, - განაცხადა მან ქსენია სობჩაკთან ინტერვიუში 22 სექტემბერს.

მისი თქმით, „რუსეთს უყვარს საკუთარი თავისთვის პრობლემების შექმნა და შემდეგ მათი თამამად გადაწყვეტა“.

ვარდანიანმა მწვავედ გააკრიტიკა დასავლეთიც და თქვა, რომ „ის ძალიან მშვიდად უყურებს ფაქტს, რომ დიქტატორულ რეჟიმს შეუძლია, ის აკეთოს, რაც სურს“.

აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს წამოიწყო ფართომასშტაბიანი შეტევა მთიან ყარაბაღზე, რასაც ანტიტერორისტული ოპერაცია დაარქვა.

20 სექტემბერს აზერბაიჯანის შეტევის ფონზე, მთიანი ყარაბაღის დაბომბვის ქვეშ მყოფი სოფლებიდან, რეგიონის დე ფაქტო დედაქალაქ სტეფანაკერტში (აზერბაიჯანულად ხანკენდი) ევაკუირებულ იქნა 7000 ადამიანი.

მთიანი ყარაბაღის სადავო რეგიონზე ერთდღიანი შეტევის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სატელევიზიო მიმართვაში აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი.

ცეცხლი, ოფიციალურად, შეწყდა, თუმცა სიტუაცია ჯერ კიდევ დაძაბულია. ადგილობრივების თქმით, დილიდან მაინც ისმოდა სროლის ხმა.

რუსეთში მცხოვრებმა მილიარდერმა ბიზნესმენმა, რუბენ ვარდანიანმა 2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის მოქალაქეობა დათმო და საცხოვრებლად მთიან ყარაბაღში გადავიდა. მოგვიანებით მან დე ფაქტო მთავრობის მეთაურის პოსტი დაიკავა.

ბაქოში მას მოსკოვის გამოგზავნილად მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ „ხელს უშლიდა სამშვიდობო პროცესს“. მას აკრიტიკებდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, რომლის გუნდიც მას სომხურ პოლიტიკაში კონკურენტად აღიქვამს.

2023 წლის თებერვალში ვარდანიანმა თანამდებობა დატოვა.

 

წყარო:რადიო თავისუფლება