„უოტფორდმა“ ჩაკვეტაძის ტრანსფერი გამოისყიდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისური ჩემპიონშიპის გუნდის, „უოტფორდის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. მოგეხსენებათ, გიორგის ტრანსფერი „გენტს“ ეკუთვნოდა და გიოს ბელგიურ კლუბთან ხელშეკრულება 2025 წლამდე ჰქონდა გაფორმებული, „უოტფორდში“ კი ბურთს იჯარით აგორებდა. ჰოდა, ინგლისელებმა მისი კონტრაქტი გამოისყიდეს და „გენტს“ 2.5 მილიონი ევრო გადაუხადეს.

„ჩვენი მიზანი პრემიერლიგაში აღზევებაა და მართალია, ამის შანსი წელსაც გვაქვს, მაგრამ ძირითად აქცენტს მომავალ სეზონზე ვაკეთებთ. შესაბამისად, ჩაკვეტაძის დარი ფეხბურთელები ძალიან გამოგვადგება“,-განაცხადა „უოტფორდის“ წარმომადგენელმა.

ქართველ ფეხბურელთან კონტრაქტი ინგლისელებმა 2027 წლის ბოლომდე გააფორმეს.