მომავალი წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, ევროპის რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართება. ჯგუფების წილისყრა გასულ კვირას ჩატარდა და გაირკვა ის ჯგუფი, ორმელშიც საქართველოს ნაკრები, ევროპირველობაზე გასვლის შემთხვევაში მოხვდება. ამისათვის კი, ჩვენმა ნაკრებმა 21 მარტს თბილისში ლუქსემბურგი უნდა დაამარცხოს, ხოლო 26 მარტს, ისევ თბილისში, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის უძლიერესი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შანსი გვაქვს და გვაქვს ძალიან დიდი, უბრალოდ მას გამოყენება უნდა და დამოუკიდბელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩვენს ნაკრებს დიდ საფხბურთო ფორუმზე თამაშის შესაძლებლობა ექნება.
წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, F ჯგუფში, თურქეთთან, პორტუგალიასთან და ჩეხეთთან ერთად იასპარეზებს. 24 ნაკრები 6 ჯგუფში გადანაწილდა, საიდანაც შემდეგ ეტაპზე 2-2 საუკეთესო და 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი გავა, 16 ნაკრები კი, პლ;ეი-ოფის სისტემით, ასპარეზობას 1/8-ფინალიდან გააგრძელებს. სანამ წილისყრის მთლიან შედეგებს შემოგთავაზებთ< გეტყვით< რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრა ჩვენი ნაკრებისთვის ფინანსურადაც ძალიან მომგებიანი იქნება. საქმე ის გახლავთ, რომ მხოლოდ გერმანიის საგზურის მოპოვებისთვის, თითოეული ნაკრები უეფასგან 9.25 მილიონ ევროს მიიღებს, ჯგუფში ყველა მოგებული თამაში მილიონი ევროთი ფასდება, ფრე - 500 ათასით, მერვედფინალში გასვლისთვის ნაკრები 1.5 მილიონს მიიღებს, ნეოთხედფინალის ფასი 2.5 მილიონია, ნახევარფინალის - 4 მილიონი, ფინალში დამარცხებული 5 მილიონს მიიღებს, გამარჯვებული - 8 მილიონ ევროს. ჯგუფური ეტაპის წილისყის შედეგები კი ასეთია:
A ჯგუფი
გერმანია
შოტლანდია
უნგრეთი
შვეიცარია
B ჯგუფი
ესპანეთი
ხორვატია
იტალია
ალბანეთი
C ჯგუფი
ინგლისი
დანია
სლოვენია
სერბეთი
D ჯგუფი
საფრანგეთი
ავსტრია
ნიდერლანდები
A ლიგის პლეი-ოფის გამარჯვებული
E ჯგუფი
ბელგია
რუმინეთი
სლოვაკეთი
B ლიგის პლეი-ოფის გამარჯვებული
F ჯგუფი
პორტუგალია
თურქეთი
ჩეხეთი
C ლიგის პლეი-ოფის გამარჯვებული
წილი ნაყარია - საქართველო F ჯგუფში უნდა მოხვდეს
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი