არველაძე კიევის „დინამოში“?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მას შემდეგ, რაც 2022 წელს, შოთა არველაძე ინგლისური „ჰალ სიტიდან“ გაათავისუფლეს, სამწვრთნელო კარიერაში პაუზა აქვს. ქართველი სპეციალისტი არაერთ კლუბს დაუკავშირეს (სულ ბოლოს ამსტერდამის „აიაქსს“), მაგრამ ფაქტია, რომ ის დღემდე უმუშევარია.

გასულ კვირას თანამდებობა კიევის „დინამოს“ თავკაცმა, მირჩა ლუჩესკუმ დატოვა და როგორც ამბობენ, უკრაინული კლუბის მესვეურები წინააღმდეგნი არ არიან, თუ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს სწორედ არველაძე ჩაიბარებს. მართალია, უკრაინული მედია ამტკიცებს, კიეველები ქართველს ჯერ არ დაკავშირებიან და ეს უბრალოდ მხოლოდ სურვილები და მოსაზრებებიაო, მაგრამ ზუსტად იგივე ხდებოდა მაშინ, როცა შოთი „ჰალში“ ინიშნებოდა და საბოლოო ჯამში, ტრანსფერი შედგა.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე