იტალიაში ფეხბურთელების ძარცვა გრძელდება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ალბათ გახსოვთ, არც თუ დიდი ხნის წინ, ხვიჩა კვარაცხელიას იტალიური სახლიდან მანქანა რომ მოპარეს. მართალია, სამართალდამცავებმა ავტომობილი მალე იპოვეს, თუმცა სამწუხაროდ, ქართველი ფეხბურთელის თავს გადამხდარი ამბავი არც პირველია და არც ბოლო. განსაკუთრეწბით ახალი წლის მიწურულს, ფეხბურთელების სახლების გაქურდვამ იტალიაში იმდენად დიდი მასშტაბები შეიძინა, რომ სამართალდამცავები რეაგირებას ვერ ახერხებენ.

ახლაც, გენუის „სამპდორიას“ ნახევარმცველის, ტომას რინკონის სახლი მაშინ გაქურდეს, როცა ის ვარჯიშზე იმყოფებოდა. ქურდებმა 100 ათასი ევრო ნაღდ ფულად წაიღეს, ამას გარდა კი ხელს ძვირფასი საათების კოლექცია და ტექნიკა გააყოლეს. ფეხბურთელები უკვე ცდილობენ სახლებშ აღარ იცხოვრონ და სასტუმროებშ გადავიდნენ, სადაც სათვალთვალო კამერებთან ერთად, 24-საათიანი დაცვაც უზრუნველყოფილია, თუმცა სასტუმროებში მათი განთავსება კლუბებს ძვირი უჯდებათ და ამიტომ, ისინი სამართალდამცავებს აწუხებენ, ეგებ მეტი ყურადღება გამოიჩინოთო.