რონალდომ „კრუზეიროც“ იყიდა

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრაზილიელი ფენომენი, რონალდო ალბათ ყველას გახსოვთ. რამდენიმე წლის წინ მან ესპანური „ვალიადოლიდი“ იყიდა და განაცხადა, რომ კლუბში ბევრ ინვესტიციას მოიზიდავად, თუმცა ასე არ მოხდა და კლუბი სეგუნდადივიზიონში გავარდა. ისიც ვთქვათ, რომ ამ კლუბს უძლიერესთა შორის დაბრუნების კარგი შანსი აქვს.

ევროპული გუნდის შემდეგ, რონალდომ ყურადღება საკუთარ ქვეყანაზე გადაიტანა და ამჯერად ბრაზილიური „კრუზეირო“ შეიძინა. ეს ის კლუბია, სადაც „კიჭამ“ კარიერა დაიწყო. მაართალიაა, დღეს „კრუზეიროს“ ძველი დიდებიდან არაფერია დარჩენილი და გუნდიქვედა ლიგაში ასპარეზობს, მაგრამ რონალდომ პირველი სერიოზული ნაბიჯი უკვე გადადგა და მთავარ მწვრთნელად ვანდერლეი ლუქსემბურგო დანიშნა, კაცი, რომელიც თავის დროზე მადრიდის „რეალს“ წვრთნიდა.

„სამ წელში „კრუზეირო“ ბრაზილიის ჩემპიონი გახდება“,-პირობა დადო რონალდომ და ვნახოთ.