„King მიქაუტაძე“ - გიორგიმ „მეცს“ მოაგებინა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწორედ ასეთი სათაური დაარქვა საფრანგეთის ლიგა I-ის ვებ-გვერდმა „მეცი“-„ლანსის“ შეხვედრას, რომელიც ქართველი ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის ბენეფისად იქცა. მეტიც, სწორედ გიორგის მეცადინეობით, „მეცმა“ ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და მეექვსე ადგილზე მყოფი და ევროთასების საგზურისთვის მებრძოლი „ლანსი“ დაამარცხა. მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე შეხვედრაში შეძლო დუბლის შესრულება და ახლა ყველა აღიარებს, რომ თუ „მეცი“ უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებას მოახერხებს, ეს სწორედ ჟორჟის დამსახურება იქნება.

„მეცს“ მიმდინარე სეზონში 30 გოლი აქვს გატანილი და აქედან 9 მიქაუტაძის ანგარიშზეა ანუ ლამის გოლების მესამედი და ეს მის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე სეზონის არც თუ მცირე პერიოდი, გიომ „აიაქსში“ გაატარა. იმის მიუხედავად, რომ მისი გუნდი ბოლოდან მეორე ადგილზეა, მიქაუტაძე ბომბარდირებს შორის, 9 გატანილი გოლითა და  საგოლე გადაცემით, მერვე ადგილზე იმყოფება, რაც, მისი კლუბის პოზიციიდან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, დაუჯერებელი შედეგია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე