შანსი არის - მამარდა სეზონის საუკეთესო მეკარის ტიტულს უმიზნებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყოველი სეზონის ბოლოს, ყველაზე პოპულარული ესპანური გამოცემა „მაარკა“, საუკეთესო მეკარეს რიკარდო ზამორას სახელობის პრიზს გადასცემს და ამ ჯილდოს მიღება ძალიან პრესტიჟულად ითვლება. პრიზის მიღებაუმარტივესია - ჩატარებული მატჩებისა და გოლების თანაფარდობა გამარჯვებულს საუკეთესო უნდა ჰქონდეს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, კიპერმა ყველაზე ცოტა გოლი უნდა გაუშვას.

დღეის მდგომარეობა ასეთია - პრიმერადივიზიონში მოთამაშე 20 კლუბიდან, ყველაზე ნაკლები გოლი „ბილბაოს“ კიპერს, უნაი სიმონს აქვს გაშვებული (29 მატჩი, 26 გოლი), მეორე ადგილზე - „სოსიედადის მეკარე ალექს რემიროა (28 მატჩი, 28 გოლი), მესამეზე - გიორგი მამარდაშვილი (30 მაატჩი, 32 გოლი).

ესპანური მედია წერს, მამარდაშვილს ისეთივე დაცვის ხაზი რომ ჰყავდეს, როგორიც „ბილბაოს“ და „სოსიედადს“ აქვთ, პრიზი აქამდე მოგებული ექნებოდა, რადგან გაშვებული გოლების 80%-ზე მეტი, დაცვის და არა მისი ბრალიაო. ასეა თუ ისე, სერიოზული ეჭვი გვაქვს, გიო „ვალენსიაში“ ბოლო სეზონს ატარებს და ახალი სეზონიდან, კარიერას ტოპ-კლუბში გააგრძელებს.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე