კეტჩუპში აღმოჩენილი სუდანის ჯგუფის საღებავი სიმსივნეს იწვევს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით „PRIMO“- კეტჩუპში სუდანის ჯგუფის საღებავი გამოვლინდა, რომლის სურსათში გამოყენებაც აკრძალულია.

უწყების ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სუდანის ჯგუფის საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ნიმუშები აიღეს.

სააგენტოს ინსპექტორებმა /გაგიკ კობალიანსაუკრძალეს აღნიშნული სურსათის რეალიზაცია და დაავალეს უმოკლეს ვადაში დასახელებული სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, გამოთხოვილი სურსათის რაოდენობის აღრიცხვა და მიღებული ზომების შესახებ სააგენტოს დაუყოვნებლივ ინფორმირება. ამავდროულად, უწყებაში აცხადებენ, რომ სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირები ბიზნესოპერატორთან სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმავერსიასთანსაუბრისას აღნიშნა, რომ პროდუქტის შემოწმება ხდება შემთხვევითობის პრინციპით ან იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა მათ თხოვნით მიმართა კონკრეტული ბრენდის საკვების გამოკვლევასთან დაკავშირებით.

საქართველოს კანონმდებლობით, სურსათში საღებავების: Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B, გამოყენება აკრძალულია.

ვერსიადაინტერესდა, რა სახის საღებავია, რა ზიანის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის და რატომ იყენებენ მას საკვებ პრუდუქტებში, რაზეც  სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ექსპერტს, ვახტანგ კობალაძეს ესაუბრა.

_ბატონო ვახტანგ, რა სახის ნივთიერებაა სუდანის ჯგუფის საღებავი და რატომ იყენებენ მას საკვებ პროდუქტებში?

_ეს არის ტექნიკური საღებავი, რომლის გამოყენება დაუშვებელია საკვებ პროდუქტებში, თუმცა, ამის მიუხედავად მაინც იყენებ ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მწარმოებლები. ძირითადად კარგი/მიმზიდველი ფერი რომ მიიღოს საკვებმა და დაფარონ ფალსიფიკაცია. ხშირად დაფქულ წიწაკაში იყენებენ, რომ ჰქონდეს მკვეთრი ფერი.

_რა ზიანის მოტანა შეუძლია ორგანიზმისთვის, აღნიშნული საღებავის შემცველ  საკვებ პროდუქტებს?

_შეუძლია გამოიწვიოს სიმსივნე და გენების გადაგვარება. რა თქმა უნდა, ერთი და ორი ასეთი პროდუქტის მოხმარებით ეს არ მოხდება, მაგრამ თუ სისტემატიურად მოიხმარს ადამიანი, შესაძლოა დადგეს ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე.

_სხვა რომელ საკვებ პროდუქტებში იყენებენ  სუდანის ჯგუფის საღებავს?

_ნებისმიერ პროდუქტში შეიძლება იყოს, რომელშიც ინგრედიენტის სახით გამოყენებულია წითელი წიწაკა, დაფქული ან დაღერღილი. ეს შეიძლება იყოს საწებელი, კეტჩუპი, თვითონ წიწაკა ან სხვადასხვა ტიპი სუნელი.

რაც შეეხება სუნელებს, ჯერ კიდევ 2019 წელს, როდესაც მათში აღმოჩნდა სუდანის ჯგუფის საღებავი და მიმწოდებლებზეც გავიდა სურსათის ეროვნული სააგენტო, მაშინ დადგინდა, რომ უმეტეს შემთხვევაში მიწოდების წყარო იყო თურქმენული, დაფქული წითელი წიწაკა. შემოიღეს სპეციალური წესი, რომლის მიხედვითაც ყველა განვითარებადი ქვეყნიდან შემოსულ წითელი წიწაკის პარტიას უნდა ახლდეს  ლაბორატორიული კვლევის ოქმი რომ არ შეიცავს სუდანს, ეს მოთხოვნა დღემდე მოქმედებს.

_რა რჩევას მისცემდით მომხმარებლებს, როგორ შეარჩიონ საკვები პროდუქტები ისე, რომ მაქსიმალურად თავიდან აირიდონ მსგავსი შემთხვევები?

_საეჭვო ადგილებში, გარე ვაჭრობის ობიექტებში, არაეტიკეტირებული პროდუქტი მათ შორის სუნელები არ შეიძინონ. დიდი რისკია, მათში იყოს სხვადასხვა ქიმიური მინარევები. სურსათის ეროვნული სააგენტო 3 თვეში ერთხელ აქვეყნებს კონტროლის შედეგებს, იქ არაერთხელაა დაფიქსირებული ასეთი შემთხვევები. ჯობს ეტიკეტირებული შეიძინოთ ყველაფერი და ამ კონტროლის შედეგებში მოძებნოთ  კონკრეტული ფირმის შემოწმების შედეგები. ასე უფრო ინფორმირებული იქნებით და გადაწყვეტთ ვის პროდუქციას ენდოთ და ვისას არა.

_სახლის პირობებში რაიმე ექსპერიმენტით თუა შესაძლებელი  ამოვიცნოთ ამ მავნე ნივთიერების შემცველი პროდუქტი?

_სამწუხაროდ, არამგონია, ამის შესახებ არ მსმენია, ერთადერთი ლაბორატორიული კვლევითაა შესაძლებელი სუდანის საღებავით გაჯერებული პროდუქტის ამოცნობა. ეს არის ყველაზე სანდო.

_გამოდის მოქალაქეები ბედის ანაბარა არიან და  ვერ განსაზღვრავენ შეიცავს თუ არა  მავნე ნივთიერებას საკვები პროდუქტი...

_ჩვენი ორგანიზაცია (momxmarebeli.ge) საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი სურსათის ეროვნული სააგენტოს და სახელმწიფოს საქმიანობის მიმართ.  ობიექტური რომ ვიყოთ, ზოგადად როდესაც ვაფასებთ სურსათის უვნებლობას, არ უნდა გვქონდეს მოლოდინი რომ 100%-ით მოხდება ყველაფრის შემოწმება, ეს არც ჩვენთან ხდება და არც საზღვარგარეთ. ყველა შემთხვევაში, შემოწმება ხდება შერჩევით და რისკის საფუძველზე. ასევე ხდება საზღვარზეც. ამ შემთხვევაში დადებითად უნდა შევაფასოთ, რომ სააგენტომ აღმოაჩინა და გაავრცელა ინფორმაცია კეტჩუპში შემავალ მავნე ნივთიერებაზე. რასაც ყოველთვის არ აცხადებენ.

_რას გულისხმობთ ყოველთვის არ გაცხადებაში, აღმოუჩენიათ რომელიმე საკვებ პროდუქტში მავნე ნივთიერება და არ მიუწოდებიათ მოქალაქეებისთვის ინფორმაცია?

-დიახ, წლებია ვედავებით სურსათის ეროვნულ სააგენტოს. მავნე სურსათის გამოვლენის შემთხვევაში, საჯაროდ არ აცხადებდნენ და არ აფრთხილებდნენ მოსახლეობას. ბოლო პერიოდია დაიწყეს ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ რამდენად ყველაფერს აცხადებენ ამას ვერ გეტყვით.

ავტორი: ია გრიგალაშვილი