შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია ფორმულას გამოცდების ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს. მათი განცხადებით, გორგოძემ ეს გადაწყვეტილება პირადი მიზეზებით ახსნა - ის ცენტრს პირველი იანვრიდან აღარ უხელმძღვანელებს.
ფორმულასთან განათლების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სოფო გორგოძეს პოზიციები გარკვეულ საკითხზე სამინისტროს ხელმძღვანელი პირების პოზიციებთან თანხვედრაში არ მოდიოდა და შესაძლოა, მისი წასვლის მიზეზი ეს გახდა.
გუშინ გამოქვეყნდა PISA-ს 2022 წლის კვლევა, რომლის თანახმადაც 2018 წელთან შედარებით მათემატიკაში საქართველოს მაჩვენებელი 8 ქულით გაუარესდა და 390 ქულას შეადგენს, კითხვის მაჩვენებელი შემცირებულია 6 ქულით და 374-ია, 1 ქულითაა გაზრდილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მაჩვენებელი და 384-ს აღწევს.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ თანამდებობა დატოვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი