უმნიშვნელოვანესია საზოგადოების როლი და აქტიური ჩართულობა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებაში... - პრემიერი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში მოქალაქეებს აუტიზმის ცნობიერების ამაღლების დღეს ულოცავს:
 
დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეს აღნიშნავს.
 
სახელმწიფოს ვალია, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისათვის განვითარების თანაბარი პირობები და გაზარდოს წვდომა იმ სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებისათვის, ვისაც სწორედ სახელმწიფოსგან სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ამასთან, უმნიშვნელოვანესია საზოგადოების როლი და აქტიური ჩართულობა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში, რაც ბოლო დროს სულ უფრო შესამჩნევი ხდება.
 
ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა ვიზრუნოთ ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის, განათლებისა თუ დასაქმების უფლებების დაცვაზე და ერთად შევქმნათ ყველასათვის უკეთესი გარემო.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი