სასმელ წყალში ლითიუმის მაღალი დონე შეიძლება აუტიზმის რისკს ზრდიდეს — ახალი კვლევა

ჯანდაცვა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს კავშირი დანიის წყალმომარაგებისსისტემაში ლითიუმის დონესა და მოგვიანებით ბავშვებში აუტიზმის დიაგნოზისშანსის ზრდას შორის.

მიუხედავად იმისა, რომ 52 706 ბავშვის კვლევა საკმარისი არ არის იმისდასამტკიცებლად, რომ ლითიუმი აუტიზმის პირდაპირი გამომწვევია, ამის თუნდაც შესაძლებლობა, ნამდვილად იმსახურებს შემდეგ კვლევებს.

ლითიუმი ბუნებრივი ელემენტია, რომელსაც ხშირად იყენებენ განწყობისდარღვევათა სამკურნალო საშუალებად. წინა კვლევების მიხედვით, ისდაკავშირებულია ნაყოფის მოწყვეტასთან და ახალშობილებში გულის არასწორგანვითარებასთან. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ლითიუმი აუტიზმის სპექტრისაშლილობასთანაც დააკავშირეს.

შემთხვევათა კონტროლის ეს კვლევა დანიაში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ჯგუფმადაადგინა, რომ სასმელ წყალში მაღალი შემცველობით ლითიუმის არსებობაორსულობის დროს დედაზე ზემოქმედებსდაკავშირებულია ნაყოფში აუტიზმისსპექტრული აშლილობის რისკის ზომიერ ზრდასთან. ასეთმა დასკვნებმარელევანტურობა მას შემდეგაც შეინარჩუნა, რაც რამდენიმე შესწავლილ უბანშიშევცვალეთ სოციოეკონომიკური და ჰაერის დაბინძურების ცვლადები“, — წერენმკვლევრები.

კავშირი ასეთივე აღმოჩნდა მაშინაც, როდესაც მკვლევრებმა აუტიზმის ცალკეულიქვეტიპები განიხილეს. ამას გარდა, კავშირი ლითიუმსა და აუტიზმს შორის ოდნავძლიერი იყო ურბანულ ზონებში მცხოვრებლებში, ვიდრე სოფლებისა და პატარაქალაქების მოსახლეობაში. ჯგუფმა კვლევაში საკონტროლო ცვლადებად შეიტანაგარკვეული სოციოეკონომიკური ფაქტორები და ჰაერის დაბინძურება.

მომავალში, წყალში შეიძლება კიდევ უფრო გავრცელდეს ანთროპოგენურიწარმოშობის ლითიუმის წყაროები, რადგან სულ უფრო იმატებს ლითიუმისბატარეების გამოყენება, რომლებიც შემდეგ ნაგავსაყრელებზე ხვდება, საიდანაცპოტენციურად შეიძლება მოხდეს მიწისქვეშა წყლების დაბინძურება“, — ამბობსლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეიროლოგი და ეპიდემიოლოგი ბიტრიცი.

ცნობილია, რომ ლითიუმს შეუძლია გაიაროს პლაცენტა და ემბრიონისჰემატოენცეფალური ბარიერი; უკვე ჩატარებულია კვლევები იმის შესახებ, რომ არისშანსი, უკვე იქ, ლითიუმმა გავლენა მოახდინოს ჩამოყალიბების პროცესში მყოფიტვინის გარკვეულ სიგნალებსა და გზებზე.

თუმცა, სურათი არც ისე მარტივია: ლითიუმს ფართოდ იყენებენ განწყობისდასაბალანსებელ საშუალებად ბიპოლარიული აშლილობისა და დეპრესიის მქონეადამიანებში. ზოგიერთი კვლევით, სასმელ წყალში ლითიუმის მაღალი დონე ასევედაკავშირებული აღმოჩნდა სუიციდის დაბალ მაჩვენებელთან, რამაც გააძლიერაარგუმენტები, რომ ეს ელემენტი სასმელ წყალს ხელოვნურად უნდა დაემატოსკვლევების თანმხლები შეზღუდვების დასაძლევად, რათა უფრო გარკვევითდადგინდეს ასეთი კავშირები, კიდევ უფრო მეტი კვლევაა საჭირო. მომავალში, მკვლევრებმა შეიძლება ასევე გაითვალისწინონ ისეთი ფაქტორები, როგორებიცარის წყლის მოხმარება და ზემოქმედების შესაფასებლად მხოლოდ ადგილობრივისასმელი წყლის წყაროს აღარ დაეყრდნონ.

სასმელი წყლის ყოველგვარი ისეთი დაბინძურება, რომელიც გავლენას ახდენსადამიანის თავის ტვინის განვითარებაზე, მკაცრ შესწავლას იმსახურებს. ჩვენიკვლევის შედეგები ეფუძნება მაღალი ხარისხის დანიურ მონაცემებს, მაგრამსაჭიროა, ასეთი კვლევა სხვა პოპულაციებზე, მსოფლიოს სხვა ნაწილებშიცჩატარდეს“, – ამბობს რიცი.

 

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი