ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს მსახიობ ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი კინომსახიობის, საესტრადო მომღერლის, სცენარისტის, კინორეჟისორისა და სიმღერების ავტორის ბუბა (ვახტანგ) კიკაბიძის გარდაცვალების შესახებ კომენტარს აკეთებს:

"მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი ხელოვანის - მსახიობისა და მომღერლის ბუბა კიკაბიძის გარდაცვალების გამო.

ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობისათვის მისი, როგორც მსახიობის, სახელი დაკავშირებულია არაერთ საყვარელ პერსონაჟთან, რომლებმაც დროს გაუძლო და კიდევ დიდხანს გაახარებს მაყურებელს.

თანავუგრძნობ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს".

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი