რომელ ვაქცინას ანიჭებს ხალხი უპირატესობას - საზოგადოების გამოკითხვა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, 28 ივლისის მონაცემებით, 432 795 ადამიანმა ჩიტარა. დავინტერესდით, როგორი დამოკიდებულება აქვს საზოგადოებას ვაქცინაციების მიმართ, აპირებენ თუ არა კოვიდვაქცინაციას და რომელ ვაქცინას ანიჭებენ უპირატესობას. „ჰოთნიუსის“ გამოკითხვა:

ლაშა 27 წლის - დაცვის მიზნით გავიკეთებ, რომ დავიცვა საკუთარი ჯანმრთლობა და ახლობლები, ვენდობი „სინოფარმს“, „ასტრაზენეკას“, „ფაიზერს“.

ნია 19 წლის - არ გავიკეთებ, რადგან ეს არის ჩვეულებრივი ვირუსი, რომელიც ყველამ უნდა გადაიტანოს

ანა 32 წლის - ჯერჯერობით არაფერი მაწუხებს, მაგრამ შეიძლება, ავიცრა იმიტომ, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საკმაოდ რთული ვითრებაა და ვფიქრობ ყველამ უნდა გაიკეთოს ვაქცინა, ალბათ, „ასტრაზენეკათი“ ან „ფაიზერით“ ავიცრები.

მათე 25 წლის - კორონავირუსი ისე მოედო მსოფლიოს, რომ ჩემი აზრით, დასაფასებელია ვაქცინების ასე სწრაფად გამოჩენა და აუციელებალია ვაქცინაცია ყველა ადამიანისთვის.

სოფო 21 წლის - თუ ეფექტურია, რაც ჯერ დადასტურებული არ არის, ამ შემთხვევაში აუცილებლად ავიცრები, მაგრამ ამ ეტაპზე თავს ვიკავებ, აცრას თუ გადავწყვეტ, „ფაიზერი“ მინდა, გავიკეთო.

რეზი 36 წლის - გუშინ ავიცერი „სინოვაკით“, ეს იყო მეორედ აცრა, წინა შემთხევაში „ასტრაზენეკათი“ ავიცერი.

მაკა 23 წლის - ვფიქრობ, საჭიროა და აუცილებლად გავიკეთებ, რეგისტრირებული ვარ და უახლოეს დღებში ავიცრები „სინოფარმით“.

ლევანი 24 წლის -  რა თქმა უნდა, გავიკეთებ და საკუთარი ჯანმრთლობის პრევენცირებას მოვახდენ, ამ ეტაპზე ვფიქრობ, ყველაზე სანდოა „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“.

მარიამი 44 წლის - მე ავიცერი „სინოვაკით“ და აუცილებელია, ყველასთვის ვაქცინაცია, რადგან ასეთ დროს ვირუსით ინფიცირების შემთხვევაშიც კი ადამიანი შედარებით მარტივად გადაიტანს ვირუსს.

გიორგი 28 წლის - მე გავიკეთე „ფაიზერის“ ვაქცინა იმიტომ, რომ ეს თავდაცვაა, მართალია, არ ვარ რისკ-ჯგუფში მაგრამ შეიძლება, ვიყო გადამდები მისთვის, ვინც რისკ-ჯგუფია, ვფიქრობ აუციელებელია სხვის სიცოცხლეზეც ზრუნვა.

ვანო 42 წლის - მე პირადად, ძალიან ბევრ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, ამიტომ ჩემთვის აუცილებელია ვაქცინის გაკეთება, აცრილი ვარ პირველი დოზით „სინოფარმით“, 1 თვის შემდეგ, სავარაუდოდ, „ფაიზერით“ ავიცრები.

ლიზიკო 42 წლის - ქრონიკული დაავადებები მაქვს, ახლახანს გავიკეთე ანალიზები, თუ ყველაფერი წესრიგში იქნება და ჯანმრთლობის პრობლემას არ შემიქმნის ვაქცინა, ამ შემთხვევაში აუცილებლად დავრეგისტრირდები, სავარაუდოდ, „ფაიზერზე,“ საბოლოოდ ხომ უნდა დამთავრდეს პანდემია, ამისთვის სხვა გზა არ არსებობს იმის გარდა, რომ საყოველთო ვაქცინაცია ჩატარდეს.

ნიკა 31 წლის - კორონავირუსი ამ ეტაპზე ყველაზე დიდი შიშია და ვაქცინაციაა ამ ეტაპზე გამოსავალი. რატომ უნდა ვთქვა უარი, როდესაც ეს არის ერთადერთი თავდაცვა, აცრილი ვარ ორივე დოზით, პირველი დოზა სინოვაკი გავიკეთე, მეორე სინოფარმი, თუ საჭირო გახდება მესამე ზოდის გაკეთება, რაზეც რამდენჯერმე იყო საუბარი, აუცილებლად ავიცრები კიდევ.

ნინო 41 წლის - არ გავიკეთებდი ვაქცინას, უფლის ნებით, ვფიქრობ, ყველაფერს გადავიტანთ.

 

ავტორი: ემილი ფეიქრიშვილი