“სული თქვენ ჩაკალით!” - პეტრე კოლხი ეკლესიის პრობლემებზე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პეტრე კოლხი საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე რამდენიმე ვრცელ პოსტს ავრცელებს... რას წერს დეკანოზი ეკლესიაში არსებულ სხვადასხვა სახის პრობლემებზე? 

"ქონებრივი უთანასწორობა, ეკლესიის უმთავრესი პრობლემა… მრავალშვილიანი მღვდლები, სიღარიბის ზღვარს მიღმა, გაზულუქებული, მრევლის, შემომწირველების ხარჯზე გამდიდრებული ბერები…
რიგორი უხერხული საყურებელი და მოსასმენია ამბიონოდან ,,მოძღვრის ქადაგება”, რომელიც წირვის შემდეგ ასიათას დოლარიან ჯიპს მოახტება, მანამდე კი, ნასესხები ფულით ტაძარში მისულ ადამიანს მოძღვრავს, თუ როგორ უნდა დაითმინოს სიღარიბე და როგორ უნდა დაბრავდეს, დაყრუვდეს და დაჩლუნგდეს, მდიდარი მამაო რომ არ განიკითხოს, რადგან ეს აცხოვნებს…
 
ასეთი ბოდვა არ მაღიზიანებს, მაგრამ ის დაშტერებული მასა მაგიჟებს, ვისაც ამ ბოდვის მართლა სჯერა…
ზოგიერთი ვითომ მონაზვნის გაზიარებული კიდევ ერთი ნაბოდვარის არ იყოს, თურმე ისე უნდა გვეშინოდეს ეპისკოპოსის, რიგორც ღმერთის… ამ ფაშოსტური მიძღვრებით დააზომბირეს ადამიანები და მათი უტვიბით ხელებს ითბობენ…
არ დაიჯეროთ ხალხო, არც ღმერთის შეგეშინდეთ და არც მითუმეტეს ეპისკოპოსის…
ზოგიერთი მშობლის მეთოდი გამახსენდა მოზარდთან, თუ არ დაიძინებ, აუა მოვა და შეგჭამსო… ძალიან კომიკურია ამ
ყველაფრის გაანალიზება…
 
ეპისკოპოსი იქით კი არ უნდა ითხოვდეს მსახურებას, აქით უნდა ემსახურებოდეს ადამიანს… ეპისკოპოსმა თავად უნდა მომცეს თავმდაბლობის და უპოვარების მაგალითი…
ერთი მღვდელი ავტომობილიდან მესაუბრებოდა, შენი სათვალეებით ხალხს აბრკოლებო, ოღონდ ჩემი სათვალის ფასი, მის ავტომობილს ერთი საბურავი ჰქონდა!…
სირცხვილია ამდენი სიბნელე და ფსკერისკენ დაშვება… ეს მდგიმარეობა ყველას ერთად ჩაგვიტანს. ამ სიტუაციაში არავინ დარჩება გამარჯვებული…
ხალხო, აზრზე მოდით, გონს მოეგეთ, ისევ თქვენთვის აჯობებს!.."
 
...
ეკლესიაში დაწინაურების საბჭოური მეთოდები…
ჩაშვება, დასმენა, ენის მიტანა, მიყურადება, საუბრების ჩაწერა, მერე როგორც ჯორჯ ორუელი იტყოდა (მართალია, იქ არავის აქვს წაკითხულ), უფროს ძმასთან ამ ყველაფრის დახარისხება… ცხადია, ეს ,,ფასდება”, შედეგად მოყვება წინამძღვრობა, პრემია, ხელფასი, ჯილდოები, ერთგულების სტატუსი და მთელი პატივი და დიდება…
 
აი, ამას სწავლობენ სტიქაროსნები ,,სულიერი მამებისგან”!…
საეჭვო ადამიანების დევნა, კონტროლი, შედეგად, სტიქაროსნობიდან სახელმწიფო სამსახურებამდე ერთი ნაბიჯია… იქაც რომ პოზიციები გაიმყარონ და საკუთარ მზაკვრობაში თავი უფრო დაცულად იგრძნონ!..
სქემა იწყება ფსკერიდან და უბრუნდება ისევ ფსკერს, თავის ადრესატებიანად!..
ყველა ვიცით, ყველაფერი ვიცით!..."
 
...
"მომავალი თაობა არ მტრობს ღმერთს, არც ეკლესიას. ისინი ემიჯნებიან ეკლესიაში ჩაბუდებულ ბნელებს, აგრესორებს და მოძალადეებს. პირიქით, უმცროს თაობას გულით სწამს, ჯანსაღად, ღვთის არსებობის, მაგრამ ეკლესიის კარებში ჩამდგარი ,,მრისხანე მსაჯული” აშინებს სასჯელით, ჯოჯოხეთის ცეცხლით და ღვთის გაბრაზებით…
მიზარდს ღმერთი კი არ უნდა შეაძულო, უნდა შეაყვარო…
მუდმივად სტრესი, დაძაბულობა, დანაშაულის განცდა, მწუხარება, არ არის ქრისტეს მოძღვრების მახასიათებელი ნიშნები…
ბედნიერება, სიხარული, მუსიკის მოსმენა, თეატრში და კინოში წასვლა არ არის ცოდვა და დანაშაული…
 
ნუ აქცევთ ეკლესიას საპატიმროებად, ნუ დაატუსაღებთ ადამიანთა სულებს, ნუ წაართმევთ სხვას თავისუფალ ნებას… საკმარისად გისმინეთ, საკმარისად გაპატიეთ, საკმარისად გავერთეთ… უკვე აღარ არის საინტერესო, ამდენი ბოდვების მოსმენა…
გამოფხიზლდით… გონს მოეგეთ…
დააღწიეთ თავი საბჭოურ აზროვნებას…
არ შეისმენთ?! დადექით და მარტო ,,ილოცეთ” და თან იძახეთ, ,,არავის უნდა სულიერება”…
გვაპატიეთ, სული თქვენ ჩაკალით!..."