თბილისის მერის ინიციატივით, მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ოჯახებს, რომელთაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები ამჯერად სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს გადასცა.
პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართებით 3 000-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული, დედაქალაქის მერიაში კი დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შესული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად სამგორის რაიონში მცხოვრებ 23 ოჯახს დაუკანონდა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი