დამოუკიდებლობის თემაზე პლაკატების გამო აფხაზეთში აქტივისტები დააკავეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აფხაზეთში ბიჭვინთის აქტივისტები დააკავეს

4 მაისს აფხაზეთში რამდენიმე ახალგაზრდა დააკავეს, რომლებმაც ქალაქში პლაკატები ჩამოკიდეს ცნობილი ადამიანების ციტატებით – ისინი, ვინც მხარს უჭერენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას. ხელისუფლებამ მათ ბრალი ხულიგნობის მუხლით წაუყენა. საზოგადოებაში ამას პროტესტი მოჰყვა.

მათ დააკავეს მოძრაობა “ჩვენი ბიჭვინთის” წარმომადგენლები, რომლებიც 2022 წლის შემოდგომიდან აწარმოებენ აქციებს ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის წინააღმდეგ.

ახალგაზრდებმა დილიდან გაშალეს პლაკატები – მათში მოცემულია ციტატები აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას, ცნობილი მწერლის ფაზილ ისკანდერისა და სხვების.

ასევე იყო პლაკატი ამჟამინდელი პრეზიდენტის ,ასლან ბჟანიას ციტატით: „პოლიტიკური გზა რომელსაც ახლა ჩვენ ვადგავართ, საბოლოოდ დაუბრუნდება იმ მდგომარეობას, როდესაც ჩვენ, აფხაზები,17 პროცენტი ვიყავით“.

თავდაპირველად პლაკატების დარიგებით რამდენიმე ჯგუფი იყო დაკავებული. პოლიციის თანამშრომლებმა ერთი მათგანი დააკავა, რომელმაც ვერც ერთი პლაკატი ვერ დაკიდე – ვერ მოასწრო.

 

წყარო:jam-news