ქანდაკებამ გოგონა იმსხვერპლა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტრაგიკული შემთხვევა მოხდა გერმანიაში. ქალაქ მიუნხენში, 7 წლის გოგონა გადმოვარდნილმა ქანდაკებამ მოკლა. 200-კილოგრამიანი ფიგურა მაშინ დავარდა, როცა მის ქვეშ, სასტუმროს ეზოში, ბავშვი თამაშობდა. თვითმხილველებმა მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, მაგრამ გოგონას გადარჩენა ვეღარ მოხერხდა - ის კლინიკაში გარდაიცვალა. ცნობილია, რომ ბავშვი, მშობლებთან ერთად, არდადეგებზე გერმანიაში, იტალიიდან იყო ჩასული. რატომ გადმოვარდა ქანდაკება, ჯერჯერობით, უცნობია. ერთი კვირით ადრე, მსგავსი ინციდენტი რუმინეთშიც მოხდა: ბუქარესტის მერიის ვესტიბულში, 6 წლის ბიჭს თავზე სვეტი ჩამოემხო. მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს.