ვინ არის "ყალბი ბიძა" და რატომ ქირაობენ მას

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამხრეთ კორეაში, სკოლის მოსწავლეების მშობლებმა კუნთებიანი მამაკაცების დაქირავება დაიწყეს, რომელთა მოვალეობაც ბავშვებისთვის სკოლაში გაყოლა და კლასელების ჩაგვრისგან მათი დაცვაა. ასეთ ადამიანებს „ყალბ ბიძებს“ უწოდებენ. ქვეყანაში არსებობენ კომპანიები, რომლებიც მომხმარებლებს სხვადასხვა პაკეტებს სთავაზობენ, რათა მშობლებს ჰქონდეთ გარანტია, რომ მათი შვილები სასწავლო დაწესებულებაში ბულინგის მსხვერპლნი არ გახდებიან.

30-40 წლის კუნთმაგარი „ბიძების“ დღიური მომსახურების ფასი საკმაოდ მაღალია და 450-დან 1790 დოლარამდე მერყეობს. ამ უჩვეულო სერვისის ამოქმედება მშობლების შიშს უკავშირდება - სკოლაში ჩაგვრა ბავშვებზე დიდ გავლენას ახდენს და ზოგჯერ ისინი თვითმკლელობამდეც მიჰყავს. სუიციდი კი, ქვეყანის ახალგაზრდამოქალაქეების გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზია.