ელოდება თუ არა 2023 წელს პოლიტიკურ ცვლილებებს ლევან ალაფიშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ექსპერტი

 

„ვიქნებით სულ ამ დღეში!“

 

თათია გოჩაძე

 

2023 წელი მწვავე პოლიტიკური მოვლენებით დაიწყო. ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მალე შიდაპარტიული არჩევნები გაიმართება და ვისაც პოლიტიკური ალღო აქვს, ყვეა ხვდება, რომ ეს ქვეყნი დემოკრატიზაციის პროცესში კვალს დატოვებს. მაინც, როგორი პოლიტიკური წელი გველოდება? - „ვერსიას“ პროგნოზებს ანალიტიკოსი ლევან ალაფიშვილი ზიარებს:

 

- რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის შიდაპარტიულ არჩევნებს, არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველოში პარტიული სისტემაგაუმჭვირვალე, არადემოკრატიული და არც პოლიტიკური კორუფციის რისკებისგანაა დაზღვეული. შესაბამისად, ამ სისტემას მიჩვეულები,ველგრ გადახრას ე.წ. პარტიულისტაგნაციისგან, მიიჩნევენ დაპირისპირებად, რაც ასე არ არის. ვერ გეტყვით, ცალკეულ პარტიას რამდენად შეუძლია ამ სიტემის შეცვლა, თუმცა ამდაგვარ პროცესებს შეუძლია მოსახლეობაში იმის პროვოცირება, რომ ახლიდან გავიაზროთ ყველამ, რა არის პარტია. ეს არის დემოკრატიაში ერთადერთი ინსტრუმენტი, რომლითაც პოლიტიკური იდეების ირგვლივ გაერთიანებულ ჯგუფს შეუძლია პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა - ან ხელისუფლებაში მოსვლა, ანგადაწყვეტილებებზე ოპონირებით გავლენის მოხდენა. ასე რომ, თუკი ამისთვის სისტემა არ შეიცვალა, პარტიებში მიმდინარე ამგვარ მოვლენებს დაერქმევა განხეთქილება, დაპირისპირება და ა.შ. შესაძლოა, ეს მართლაც ასე იყოს, მაგრამ რადგან ენმ-ის მიმდინარე პროცესზე ვსაუბრობთ, იქ ხომ არჩევნებია და რეალურად, პოლიტიკურმა ძალამ სცადა (შესაძლოა, შიდა უთანხმოებების ფონზე) აქამდე ცნობი, ალტერნატიული მექანიზმის შექმნა, რომლითაც ყველა დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, იყოს ჩართული პროცესში, როგორც ე.წ. ამომრჩეველი, ან როგორც კანდიდატი. ასევე, მნიშვნელოვანი, რომ ამ პროცესში მონაწილეობის უფლება მიეცა პირებს, რომლებიც პარტიის წევრები არ არიან. ეს არსებულ სისტემაზე უკეთესი, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ არც ერთ პარტიაში არ არის საკმარისი დემოკრატიული გამჭვირვალე სისტემა თანადებბებსა და ფინანსებთან დაკავშირებით.  

აქვე, შეგახსენებთ, არცთუ შორეულ წარსულში ვადევნებდით თვალს, როცა მმართველი პოლიტიკური ძალის წევრებმაც კი არ იცოდნენ, ვინ იქნებოდნენ მათი კანდიდატები არჩევნებში. ამ გადაწყვეტილებას პარტიის წევრებს საერთოდ არ უთანხმებდნენ - აი, ესაა მანკიერი სისტემა, რომლის საფუძველიც კანონმდებლობის და მენტალური ცვლილებაა საოგადოებაში. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, პარტიებისთვის კომფორტულია ეს სისტემა და არ აქტიურობენ მის შესაცვლელად.

- ბატონო ლევან, ერთმნიშვნელოვნად გეთანხმებით, რომ პარტიული არჩევნები დემოკრატიული და სასარგებლო პროცესია, მაგრამ ყველაფერ ამას წინ უძღვოდა „კომპრომატების ომი“, ფარულიჩანაწერების გავრცელება, საარჩევნო კანდიდატების მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე დანიშნული საპროტესტო აქციები, უერთიერთბრალდებები...ყველაფერი ეს არ ქმნის განცდას, რომ პროცესი ბოლომდე ჯანსაღი არაა?

- ამას ვე გეტყვით. მით უმეტეს, არ ვიცით, ეს იყო თუ არა კომპრომატები, გარედან ჩაერივნ, თუ არა. რა გითხრათ, მეც ვაკვირდები გარედან ამ პროცესს ისევე, როგორც აუდიტორია და როცა არც გამოძიებაა დაწყებული... თუ სწორად მახსოვს, განცხადებაც კი არ გაუვრცელებია საგამოძიებო ორგანოს. ჩემთვის ეს არ არის კარგის მანიშნებელი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ამას პარტიის შიგნით რომელიმე მხარე აკეთებს.

- ნიკა მელიას ფარულ ჩანაწერს მოჰყვა გიული ალასანიას ჩანაწერის გავრცელება, რომელთა ავთენტიკურობა ამ დრომდე არ დადასტურებულ. როგორ შეაფასებთ ყველაფერ ამას?

- იგივე კომენტარი უნდა გავაკეთო, ჩემთვის ცუდის მანიშნებელია, რომ არ მოგვისმენია ოფიციალური პოზიცია, დაიწყო თუ არა გამოძიება. ამგვარ დანაშაულებთან მიმართებაში მწარე პრაქტიკა გვაქვს მიღებული, როცა მთავარი ის კი არ არის, ვინ რას ამბობს და რეალურად, ასე იყო თუ არა, არამედ, მასზე გაკეთებული კომენტარებით ფიგურანტების ე.წ. გაშავება ნაცადი ხერხია... ასე რომ, ეს არის ცუდი და კანონსაწინააღმდეგო.

- რადგანაც საქმე 2023 წლის პოლიტიკურ პროგნოზს ეხება, ელოდებით, რომ ამ წელს საქართველოში პოლიტიკურად რამე რადიკალურად შეიცვლება? თუნდაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო საქმესთან დაკავშირებით, რა მოლოდინი გაქვთ?

- მიხეილ სააკაშვილის პროცესს რაც შეეხება, საზოგადოება ერთ საქმეს ადევნებს თვალ-ყურს, მაგრამ როგორც მახსოვს, კიდევ ორი საქმეა, რომელთა სასამართლო პროცესები წლის განმავლობაში, სავარაუდოდ, გაგრძელდება. ამდენად, ეს თემა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, იქნება. რაც შეეხება სვა პოლიტიკურ მოვლენებს, იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წელს, განსხვავებული ფორმატით გვიწევს არჩევნები, ველი, რომ „ოცნება“ უფრო დიდი მასშტაბით შეეცდება ძველი მეთოდების გამოყენებას, რსაც ჰქვია ოპონენტების გაშავება, დისკრედიტაცია, ახალი ძალების არგაჩენა და საკუთარი „კვაზი პარტიების“ „გამოჩეკვა“, რათახმების მობილიზება და ძალაუფლების შენარჩუნება შეძლოს. მიზანი იქნება ოპონენტების დეზორიენტაცია და საკუთარი ამომრჩევლის შენარჩუნება. თუ ეს ვერ მოხერხდება, უშუალოდ, „ოცნებასთან“ მიმართებაში, ე.წ. ხალხის ძალის, ლევან ვასაძის „ერის“, „აი, იას“ და ამგვარი რაღაცების „გამოჩეკვა“, რათა იქ წავიდეს ხმები და ოცნებაზე განაწყენებულმა ამომრჩეველმა ხმა მისცეს „სხვაფერ“ „ოცნებას“... უფრო უკეთ რომ ვთქვა, მორიგ ჯერზე მოატყუოს საკუთარი ამომრჩეველი, ამას შეეცდება მმართველი ძალა.

- რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს,ოპოზიცია იყოს მძლავრი და ერთიანი?

- ჩვენ ისეთი არადემოკრატიული პარტიული სისტემა გვაქვს, რომ მასში კომფორტულად გრძნობენ თავს ოპოზიციონერები. სტყვა არ უთქვამთ, როგორ ხედავენ პარტიული დემოკრატიის გაუმჯობესებას. ამიტომ, მეეჭვება, რომ ეს სწორად და დროულად გაიაზრონ... არჩევნებისთვის გადმორატიულება და გაძლიერება ერთდროულად მოახერხონ. ისინი კომფორტში არიან, ჩემი შეფასებით, ამ არადემოკრატიული სისტემის შენარჩუნებით, სხვადასხვა ძალა ცდილობს ერთმანეთის ჩანაცვლებას და ამ სიტემით სარგებლობის მიღებას. ეს მოცემულობა თუ არ შეიცვალა, ვიქნებით სულ ამ დღეში!

- პესიმიტურ ნოტაზე ვასრულებთ ინტერვიუს, ბატონო ლევან...

- დიდი ხანია, პესიმისტურად გვაქვს საქმე. რეალისტები რომ ვიყოთ, ეს ხარვეზები უნდა დავინახოთ, მაგრამ არ გვინდა, რადგან არაკომფორტული იქნება. სარკეში ჩაიხედავ და დაინახავ, რომ, თურმე, შენზეცაა დამოკიდებული და არ აკეთებ. არათ არ აკეთებ, არამედ, ცდილობ, შეინარჩუნო ეს ცუდი სისტემა.