ძილის უკმარისობა ასუქებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ადამიანების სწრაფი გასუქების ერთ-ერთი მიზეზი ახალზელანდიელმა სწავლულებმა გაარკვიეს. მათი განცხადებით, ბავშვობაში არასაკმარისმა ძილმა, შესაძლოა, ორგანიზმის ძლიერი გაცხიმოვნება გამოიწვიოს. საქმე ის არის, რომ არასაკმარისი ძილის დროს, ირღვევა ჰორმონალური ბალანსი, რაც მადას აძლიერებს, შედეგად კი ადამიანი წონაში იმატებს. მკვლევარებმა გააანალიზეს 200-ზე მეტი ბავშვის ცხოვრების სტილი, სამიდან შვიდ წლამდე. გაირკვა, რომ პატარები, რომლებსაც საკმარისზე ნაკლებხანს ეძინათ, უკვე შვიდი წლის ასაკისთვის, ჭარბი წონისკენ იყვნენ მიდრეკილნი.