„მაქვს პირადად ის გეგმა, რომლითაც ჩვენ ქვეყანას გავაერთიანებთ, ეს არის ეკონომიკური გეგმა და სხვა უამრავი რამ..“ - მამუკა ხაზარაძე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ერთადერთი მიზანი ამაც პოლიტიკაში მოიყვანა, ეს ქვეყნის გაერთიანება და მას აქვს გეგმა, რომლითაც ამ მისიას შეასრულებს. ხაზარაძის თქმით, თუ ხელისუფლებაში მისი გუნდი მოვა, დაახლოებით 5 წელიწადში, საქართველო გახდება არა მხოლოდ რეგიონის, „ამ ნახევარსფეროს ამომავალ ვარსკვლავი“.
 
მამუკა ხაზარაძეს კარდად ესმის, რომ შეიძლება 30 წლიანი ასეთი პრობლემების შემდეგ ვიღაცისთვის ეს ცოტა მიუწვდომელ ამოცანად ჩანდეს, მაგრამ მე მგონია, რომ მაქვს პირადად ის გეგმა, რომლითაც ჩვენ ქვეყანას გავაერთიანებთ, ეს არის ეკონომიკური გეგმა, ეს არის სხვა უამრავი რამ, რომელიც ჩვენ აფხაზებს დაგვაახლოვებს.
 
რა თქმა უნდა, ამას სჭირდება გეოპოლიტიკური თანხვედრები, რომელიც ჩემი აზრით, ახლა მიმდინარეობს ჩვენს გარშემო. ამიტომაც, დარწმუნებული ვარ ეს დრო არ არის შორს, როცა ჩვენ ამ ძალიან დიდი ისტორიული მომენტის თანამონაწილეები ვიქნებით და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ძალიან დიდი წვლილი შევიტანო ამ პროცესში.
 
ძალა არის, იმ ადამიანებში რომლებიც ამბობენ, რომ მე პოლიტიკა არ მაინტერესებს და მაინც არაფერი გამოვა. ეს არის ძალიან მცდარი შეხედულება. შეიძლება ითქვას, დანაშაულებრივი პოზიციაც კი არის იმ მდგომარეობაში ჩავარდნილი ქვეყნისთვის, რაშიც ჩვენ ახლა ჩავვარდით. ამიტომ, გადამწყვეტი სიტყვა უნდა თქვას საქართველოს მოსახლეობამ და მოქალაქეებმა არჩევნებზე. რომელი არჩევნებიც მოგვიწევს -რიგგარეშე იქნება თუ დაგეგმილი, რომ პროტესტი დააფიქსიროს.
 
მთავარია გამოხვიდე და მხარი დაუჭირო ცვლილებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ადამიანი ვინც ეგუება და ამბობს, რომ მიჭირს, მაგრამ ეს სითბო მირჩევნია, ვიდრე გამოვიდე ამ ჭაობიდან და ხმა მივცე ისეთ რაღაცას, რომელიც ამ ჭაობს ააფორიაქებს და ახალი წყაროები შემოვა და გაასუფთავებს ამ გარემოს, შეცდომას უშვებს.
 
ამიტომ მე ყველას მივმართავ, რომ გამოსავალი არსებობს. ამის შეცვლა არის აბსოლიტურად რეალური, სხვა შანსიც არ გაგვაჩნია, სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია, გარდა იმისა, რომ ეს შევცვალოთ და შეცვლა არის სულ პროგრესში, სულ მოძრაობაში,“ - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.