შარლ მიშელის წარმომადგენელი უკვე თბილისშია - ვის ხვდება კრისტიან დანიელსონი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი თბილისშია.

დანიელსონმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოხარულია საქართველოში ჩამოსვლით და მოუთმენლად ელოდება პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას.

„მოხარული ვარ, რომ კვლავ საქართველოში ვიმყოფები. მოუთმენლად ველოდები აქ, ამ დღეებში პოლიტიკურ მხარეებთან მუშაობას. ახლა მეტს არაფერს ვიტყვი, თუმცა ველოდები დღეს, მოგვიანებით, თქვენთან საუბარს“,- განაცხადა დანიელსონმა.

დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს შარლ მიშელის მიერ პირველ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. პოლიტიკურ პარტიებთან დიალოგში მონაწილეობასთან ერთად, დანიელსონი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. პრემიერთან შეხვედრას ესწრება მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დანიელსონი საქართველოში 14 მარტამდე დარჩება.