ბაქტერია საწვავს გამოიმუშავებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულების ჯგუფმა აშშ-სა და დანიის უნივერსიტეტებიდან, აღმოაჩინა ბაქტერია Streptomyce, რომელიც ფერმენტაციის შედეგად ავიასაწვავს გამოიმუშავებს. ბაქტერიის მეტაბოლიზმის ბუნებრივი პროცესის შედეგად, გლუკოზის ან ამინომჟავების დაშლისას, ის გამოიმუშავებს მოლეკულას - Jawsamycin (ციკლოპროპანი). ჩატარებული ანალიზების მიხედვით, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ამ მოლეკულის გარდაქმნა შეიძლება გამოყენებულ იყოს თვითმფრინავების საწვავად. გარდაქმნას ფერმენტი - პოლიკეტიდსინთაზა ახდენს. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ამ მეთოდით მიღებული საწვავი ბიოდიზელის მსგავსი იქნება, თუმცა, აალების ტემპერატურის დასაქვეითებლად, მისი დამუშავება იქნება საჭირო. სპეციალისტების თქმით, შესაძლოა, ეს აღმოჩენა კოსმოსურ და საავიაციო სფეროში დაინერგოს.