რომელ ქვეყანაში მიუძღვნეს პანდემიას გამოფენა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კარანტინის შემდეგ, სტოკჰოლმში, ნობელის მუზეუმმა კვლავ გაუღო კარი მნახველებს. აქ დროებითი გამოფენა გაიხსნა თემატური სახელწოდებით - „გადამდებია“. ის საშუალებას იძლევა, სხვადასხვა კუთხით შეხედოთ პანდემიის, ვირუსების პრობლემას და მათ გავლენას ადამიანის იმუნურ სისტემაზე. ექსპოზიციაზე წარდგენილია ნობელის პრემიის ლაურეატები და სხვა მეცნიერები, რომლებმაც გააფართოვეს ადამიანების წარმოდგენა ვირუსებზე, ასევე, გამოიკვლიეს იმუნური სისტემა და შეიმუშავეს ვაქცინები. გამოფენაზე წარდგენილნი არიან ეკონომისტი ნობელიანტებიც, რომლებმაც გამოიკვლიეს, რა გავლენას ახდენს ეპიდემიები ფინანსურ სისტემებზე, ასევე, მწერალი ლაურეატები, რომლებიც პანდემიებზე წერდნენ. ვისაც ამ ექსპოზიციაზე მოხვედრა არ შეუძლია, მუზეუმის საიტზე, გამოფენას ონლაინ-რეჟიმში ნახავს.