Menu
RSS

X სტალინის არქეტიპი

სტალინის ეზოთერული ფესვები და არქეტიპიც ქართულ სამყაროში თვლემს. თუ ერთი ფხოური ხატ-ანგელოზის თავგადასავალსა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანე¬თის წეს-ჩვეულებებს ჩავუღრმავდებით, ბევრ საინტერესო ნიშნასა და დამთხვევას აღმოვაჩენთ.
როცა ქ-ნ ვერა ბარდაველიძის წიგნის (,,აღმ. საქ-ოს მთიანე¬თის ტრადიციული საზოგადოებრივ-საკულტო ძეგლები'') II ტომს ვკითხულობდი, რაც იქ ეწერა, თვალს არ სჯეროდა: უკანა ფშავის სოფელ ახადსა და ხევსურეთის სოფელ ბაცა¬ლიგოში მცხოვრებ ახადელთა განაყარ გვარს საერთო ხატი ჰქონიათ ,,პირქუშის'' სახით. ამ ხატის წარმოშობა უკავშირდ¬ება ერთ მითიურ მჭედელს ე.ი. მეფოლადეს, რომელიც ძალიან ჭკვიანი, ძლიერი და სამართლიანი ყოფილა. ახალგაზრდა მჭედელს, ამასთანავე, კარგი შესახედაობა ჰქონია და ბეჭები¬დან, თურმე, მზის დარ შუქს ანუ ჯუღს ჰფენდა არემარეს. ამის გამო იგი ერთბაშად 23 ქალს ჰყვარებია და მათგან მოსვენება არ ჰქონია. ახალაგზრდა მჭედელს (მგელაის შვილი დავითი ყოფილა მისი სახელი) ღმერთთან დაუჩივლია _ რამენაირად დამეხმარე, რომ ქალები დამეხსნანო. ახლა უკვე ანდრეზის მთხრობელის, ფშავის ერთ-ერთი ხევისბერის, დავით თურ¬მანაულის სიტყვები ზუსტად უნდა მოვიტანო:
,,შესთხოვა გაუგონად გააჩინ ყვაილი. ყვაილ ისრ მაუ¬თოკნ პირსახიდ, გაა(უ)ჯუღურ, რო აღარავინ ახლოს არ ეკარებოდა... პირქუში იმით ხვიან, რომ ისი შეხედულად ცუდის სახისაი ას. წინავ ის ძალიან კაი სახისა ყოფილა''.
ე.ი. ღმერთს შეუსმენია მგელაის შვილ დავითის თხოვნა, მისთვის ყვავილი გაუჩენია სახეზე და ქალებისაგან დაუხს¬ნია. ერთ-ერთი გადმოცემით, პირქუშს სამი ქალი მაინც ვერ მოუცილებია, მათ შორის კი ყველაზე თავგამოდებული ელენე ყოფილა. მჭედელი დავითი ამის მერე ,,გახთისშვილებულა'' და გამხდარა პირქუში ბერი (იხ. წინამდებარე სტატია, თავი II _ ჯუღაშვილები).
არის მეორე ანდრეზიც, რომელიც პირველს ავსებს. ამ ან¬დრეზის თანახმად, ახადელი მჭედლის ღმერთკაცად გადაქცევა ამგვარად მომხდარა: ერთხელაც, როცა მჭედელი დავითი, საკულუხე ვენახის მოვლის შემდეგ, ბარიდან მთაში აბრუნებულა, გრდემლზე წარწერა დახვედრია _ ,,მგელაის შვილი დავითი ამა და ამ დროს მოკვდებაო''. მჭედელს უფიქრია, ვიღაც (ალბათ რომელიმე გაბრაზებული დიაცი) მეხუმრაო, მაგრამ წარწერა ჩვრით ვერ წაუშლია და გრდემლი წყალზე ჩაუთრევია. ბვერი უხეხია, მაგრამ მაინც ვერას გამხდარა, მაშინღა მიმხვდარა, რომ წარწერაში განგების ხელი ერია და გაქადაგებულა. უნდა ითქვას, რომ ფშავში ხევისბერის დადგენა დღესაც ასე ხდება, იგი ,,ხთისშვილთა'' მსგავსად, მოულოდნელად უნდა გაქადაგდეს ანუ გაწინასწარმეტყველდეს. პირქუში ძალიან სამართლიანი და მკაცრი ხთისშვილი გამხდარა. ახადსა და ბაცალიგოში ვინც მის სამართლიან სიტყვას შელახ¬ავდა, სასჯელი არ ასცდებოდა. პირქუში მათ საკუთარი ხელით გამოჭედილ ჯაჭვს (ჯალამბარს, საქედურს) დაადებდა თურმე კისერზე. ამიტომ არის, რომ დღესაც პირქუშობის დღესასწაულ¬ზე მისი ხატის ყმები ფშვაშიც და ხევსურეთშიც ხის ჯაჭვების _ ,,ჯარჯგირკალების'' ჟღარა-ჟღურით დადიან. ადრე პირქუშის ხატობას ივრის სათავის ფშაველებიც ანუ ყვარას მოსახლეობაც ზეიმობდა, მაგრამ დღეს ეს თემი სრულიად დაცლილია.
მოდით, გავიხსენოთ ჩვენი პუბლიკაციების II თავში მოყვანილი ხევისბერ თურმანაულის სიტყვები: მარილისის ადგილებში, თავდაპირველად, 2 კომლი სახლობდა, რომელიც უკანა ფშავიდან იყო ჩამოსული. 1792 წელს იმ ფშავლებში ჯუღაშვილია დასახლებული. პირქუშად ქცეული მგელაის შვილი დავითიც ხომ უკანა ფშავის სოფელ ახადის მკვიდრი ხატია: ჯუღა, ანუ სახიერი ყოფილა და პირქუშად ქცეულა, ფოლადივით ძლიერი ყოფილა და გაქადაგებულა.
არამიწიერი სინათლე, რომელიც პირქუშს მოსავდა (სხვათა შორის, ფშავში პირქუშაშვილებისა და პირმისაშვილების გვარები დღემდე არსებობს), მისი სამართლიანობა, მჭედლის ძალა და ენერგია, ფოლადის სიმტკიცე და სიმკაცრე ხომ არ გადმოვიდა სწორედ სტალინის პიროვნებაზე?!
ანდრეზების მთქმელები მითოსურ ამბებს ისე გადმოსცე¬მენ, თითქოს, ახლო წარსულის ამბებს ყვებოდნენ, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ეს ღვთაებები, თავიანთი თავგადასავლებით, ქრისტიანობამდელი ეპოქიდან _ წარმართული სამყაროდან მოდიან. ამიტომ უნდა გამოვთქვა ვარაუდი, რომ პირქუშის ხატი წინა აზიიდან _ არიანქართლიდან უნდა იყოს შემო¬სული. იოლი შესაძლებელია, იგი გაცისა და გას კერპთა თანამედროვე ხატ-ანგელოზია. პირქუშის ანდრეზი, სხვა ანდრეზთა შორის მრავალფეროვნებითა და დახვეწილობით ყველაზე თვალშისაცემია. ამავე დროს, როცა სხვა თემებში მამრი ღვთაებების მეწყვილე ქალღვთაებანი ანუ ,,დობილები'' _ ავის მკეთებელნი არიან, ახადის ანუ გოდერძაულთ თემში პირქუშის მოდე (და) ნაყოფიერების კეთილშობილი ქალღვ¬თაება გახლავთ.
პირქუშის ხატთან ჯუღაშვილთა გვარის დამოკიდებ¬ულების ამსახველი ფაქტები, რომლებიც ზევით მოვიყვანეთ, სრულად მაინც ვერ გამოხატავს და უპასუხებს ჩვენს საძიებ¬ელ საკითხს, თუ ორიოდე სიტყვა არ ვთქვით საქართველოს მთიანეთის, კერძოდ კი ფშავ-ხევსურეთის წარმართული ცხოვრების წესზე, რომელიც სოფლების დაცლის გამო, და¬ვიწყებას მიეცა.
თითოეულ თემს ჰყავდა რამდენიმე საკულტო ღვთაება, ყველა ღვთაებას ჰქონდა თავისი სალოცავი, ამ სალოცავს _ თავისი უზარმაზარი სახნავ-სათიბი და საძოვარი, პირუ¬ტყვი, ჯოგი და ა.შ. ეს იყო თემის თითოეული წევრის მიერ სხვადასხვა დროს შეწირული საუკეთესო ცხვარი და ხარი. მეთეემები ამ მიწებს ერთად ხნავდნენ და ერთად იწევდ¬ნენ მოსავალს, რომელსაც ხატის ბეღელში აბინავებდნენ. ყველაფერი, რაც ამა თუ იმ ხატის კუთვნილება იყო, თემის კოლექტიური საკუთრებაც გახლდათ. ცალკეულ მეთემეს, როგორც უნდოდა, ისე შეეძლო ეშრომა საკუთარ ნაკვეთში, სახლსა თუ მარანში, მაგრამ სახატე ქონებას განსაკუთრებით უნდა მოფრთხილებოდა და სახატე კოლექტიურ შრომაში, რომელსაც ნადი ერქვა, პატიოსნად და თავდადებით უნდა ეშრომა. ეს ხატის პატივისცემა იყო. სახატე ბეღელში შენახ¬ული ქერისა და შვრიისგან დღესასწაულების წინ ხარშავდნენ ლუდს, ღვინო კი ბარის სოფლებიდან ამოჰქონდათ. ლუდს, არაყს, განსაკუთრებით კი ღვინოს წმინდა სარიტუალო დან¬იშნულება ჰქონდა. ყოველი სადღეგრძელო წარმართული ლოცვა იყო, რადგან სხვადასხვა ღვთაებას ახსენებდნენ, ადღეგრძელებდნენ და სათხოვარს ეუბნებოდნენ. გარდა ამისა, ადღეგრძელებდნენ იმ პირებსაც, რომლებიც ხატისა და სამშობლოს სიყვარულში იყვნენ გამორჩეულნი. მთა იყო ძალიან მკაცრი, მაგრამ საოცრად მორწმუნე და ერთგული, რომელიც მთავარი ხევისბერის სიტყვას მისდევდა. იყვნენ სხვა მსახურებიც, რომლებსაც გარკვეული ხნით ირჩევდნენ და გარკვეული საქმიანობის გაძღოლას ავალებდნენ. ისინიც ერთგულად იცავდნენ რწმენასა და სამართალს.
ამ წეს-ჩვეულებათა მიმდევარი საზოგადოება, მართალია, მთლად სამოთხე არ გახლავთ, მაგრამ იგი, გარკვეულწილად, შუმერული დილმუნისა და ბიბლიური ენგადის ანარეკლია. აი, ამ საზოგადოების ტრადიციებსა და ზნეობრივ ნიადაგს უკავ¬შირდება ჯუღაშვილ-სტალინის ეზოთერული ფესვები, რამაც საბჭოთა იმპერიის სახით, უძველეს, თეოკრატიულ, პირქუშის თემთან მიახლოებულ საზოგადოებას მოუყარა თავი.
ლენინმა იოსებ ჯუღაშვილს სტალინი (ფოლადი) უწოდა, ნიკიტამ _ პიროვნების კულტი (კერპი), რითაც ისე, რომ თავად არც კი უწყოდნენ, ბელადის გვარის ეზოთერული წარმომავლობა და მაგიური ფუნქცია ამცნეს მსოფლიოს.
XI. წინასწარმეტყველება
1953 წლის 6 მარტი... 6 წლის ბავშვი უფროსებთან ერთად რა¬დიოს მივშტერებივარ _ სტალინი გარდაიცვალა!.. მე არ ვიცი, რას ნიშნავს გარდაცვალება, სიკვდილი, მაგრამ მაინც ვტირი. ოჯახის სხვა წევრებმა სხვა რამ არ იციან _ სტალინი თავისი სიკვდილით არაა გარდაცვლილი. ეს საიდმულო მაშინ გაცხად¬დება, როცა მსოფლიო მასხარა ნიკიტა თავის თანამოაზრე ლ. ბერიას ბოლოს მოუღებს (ამ უკანასკნელმა უსტალინოდ 3 თვეზე მეტი ვერ გაძლო), მერე სტალინს პიროვნების კულ¬ტად გამოაცხადებს, მავზოლეუმიდან გამოიყვანს და ბოლოს, საქართველოს გასახლებას გადაწყვეტს (იხ, ვასილ მჟავანაძის ქალიშვილის, ნინა მჟავანაძის წიგნი ,,ასეთი იყო ჩემი საქართ¬ველო'', 2003 წ.). არ დასცალდა, 6 თვე დააკლდა ხრუშჩოვს მიზნის მიღწევამდე, თანაც ერთი სიკეთე ჩაიდინა უნებლიედ _ მავზოლეუმში, უღმერთო ლენინის გვერდით მწოლიარე ქრისტიანი სტალინი, ქრისტიანული წესით მიაბარეს მიწას.
ხრუშჩოვის შხამი უმთავრესად ქართული საწყისის წინააღ¬მდეგ იყო მიმართული, მაგრამ მან უფრო დიდი ზიანი რუსეთს მიაყენა. 1956 წელს მაო ძე დუნმა სსრკ-ს ელჩს ასე უთხრა: ,,თქვენ მთლიანად უარყავით ისეთი ხმალი, როგორიც სტალინია და გადააგდეთ ის. შედეგად მტრებმა აიტაცეს ეს ხმალი, რათა მისით ჩვენ დაგვხოცონ. ეს იგივეა, რომ ქვა აიღოთ და ფეხებზე დაიცეთ'' (,,ისტორიული მემკვიდრეობა'' 2010 წ. #2(4)).
...1953 წელს, 5 მარტს ახდა მატუშკა მატრონას ხილვა სტალინის გარდაცვალებასთან (მკვლელობასთან) დაკავ¬შირებით. ახდა თვით სტალინის მიერ ყმაწვილობაში მოძღ¬ვარზე დაწერილი ბოლო ლექსის სტრიქონებიც:
,,მის საოცნებო ჰანგებში,
ვითარცა სხივი მზიური,
ისმოდა თვითონ სიმართლე
და სიყვარული ციური...
...
და უთხრეს, შესვი, წყეულო,
ის არის შენი ხვედრიო!
შენი არ გვინდა სიმართლე,
არც ეგ ციური ხმებიო''.
წინასწარმეტყველებისა და ჭვრეტის დიდი უნარი რომ ჰქონდა სტალინს, ამას კიდევ ერთხელ დავინახავთ, როცა ერთ ძველ ისტორიულ სურათს აღვადგენთ:
ძვ.წ-აღ-ის 331 წელი, ჩრდილოეთ მესოპოტამია. ალექსან¬დრე მაკედონელი გალავნიდან გასცქერის აქემენიდების გაქ¬ცეულ არმიას და დახოცილ მეომრებს, რომლებშიც ყოველი ხუთიდან ოთხი სპარსია. არისტოტელეს გაზრდილმა იცის, რომ ყველაფრის დაპყრობა შეუძლებელია, მაგრამ გულს იმით ინუგეშებს, რომ აქემენიდური სპარსეთისგან დროებით მაინც იხსნა უძველესი შუმერული წინა აზია, დიდი ქალამი _ ბუდე ცივილიზაციისა და აკვანი მშვიდობისა. დიახ, ის დღეიდან არა მარტო საბერძნეთის გამგებელია, არამედ ეგვიპტის ფარაონიც და სპარსეთის მბრძანებელიც. ხვალ ინდოეთსაც დალაშქრავს და აღმოსავლეთის სიბრძნეს დასავლეთის პრაქტიციზმთან შეაერთებს, აღმოსავლეთის ფუფუნებას დასავლეთის რაციონალიზმთან შეაჯვარებს, აღმოსავლეთის ტირანიას დასავლეთის დემოკრატიით გააპრიალებს. კი ფიქრობას ამას, მაგრამ გულს მაინც მოკვ¬დავის განცდა უღრღნის. ერთგული სარდლების თანდასწრებით მწიგნობარს მოუხმობს და უკარნახებს: ,,მე, მართალია ბევრი მსხვერპლი შევიწირე, მაგრამ ამათგან უმეტესობა ჟამთა და გარემოებათა მსხვერპლია... მე რომ მოვკვდები, ჩემო სარდლებო. თქვენ ერთმანეთს დაჭამთ, ჩემს სამარეს კი ნაგავს მიაყრიან, მაგრამ იგივე ჟამთა ქარიშხალი მას გადახვეტავს და გამოჩნდება ჩემი საქმე _ ღირსი ბრძენთა გაოცებისა''.
აბა, ვინ იფიქრებდა, რომ სწორედ იმ დროს, სწორედ იქ, ტიგროსის სათავეებში, კარდუხთა მიწაზე, არიანქართლში, წყლის ჩურჩულიდან, ფოთოლთა შრიალიდან და ნიავთა სუნთქვიდან მკვრივდებოდა ახალი ტიტანის ეზოთერული დვრიტა პირქუშის სახით, რომელიც 2210 წლის შემდეგ უკვე მტკვრის ნაპირებზე იშვებოდა ხორციელად და მალე მსოფლი¬ოს ურჩხულს შებოჭავდა ნებროთივით. ვინ იფიქრებდა, რომ ეს ტიტანი თითქმის ზუსტად გაიმეორებდა მაკედონელის ზევით მოტანილ სიტყვებს.
გარდაცვალებამდე ერთი-ორი თვით ადრე, თითქოს გულმა ავი უგრძნო, სტალინმა დაწერა ანდერძი, რომელმაც ჩემამდე მხოლოდ ფრაგმენტის სახით მოაღწია. იგი გაზეთ ,,დრონის'' 2011 წლის მე-20 ნომერში (16-22 ივნისი, ხუთშაბათი) დაიბე¬ჭდა და სწორედ მაკედონელის ფრაზით იწყება:
სტალინის ანდერძი ფრაგმენტი ხელნაწერიდან
 სტალინის ანდერძი
ფრაგმენტი ხელნაწერიდან
,,...სიკვდილის მერე ჩემ საფლავს ნაგავს გროვად მიაყრ¬იან, მაგრამ დადგება ის დროც, რომელიც ამ ნაგავს ქარს გაატანს... ნამდვილი რევოლუციონერი არასოდეს ვყო¬ფილვარ. მთელი ჩემი ცხოვრება შეურიგებელი ბრძოლაა სიონიზმის წინააღმდეგ, რომლის მიზანიც ებრაულ ბურჟუაზიას დაქვემდებარებული ახალი მსოფლიო წესრიგის დამაყარებაა... ამის მისაღწევად უნდათ დაშალონ საბჭოთა კავშირი, გაანადგურონ რწმენა, თვითმპყრობელი რუსი ხალხი უთვისტომო კოსმოპოლიტებად აქციონ.
მათ გეგმას წინ მხოლოდ იმპერია თუ აღუდგება, თუ არ იქნება იმპერია, რუსეთი დაიღუპება, დაიღუპება მსოფლიო... კმარა უტოპია. მონარქიაზე უკეთესი წყობის მოგონება შეუძლებელია, ესე იგი, საჭიროც არ არის. ყოვველთვის ქედს ვიხრიდი რუსი მეფეების სიდიადისა და გენიის წინაშე. ერთმმართველობას ვერსად გავექცე¬ვით, თუმცა დიქტატორი თვითმმპყრობელმა მეფემ უნდა შეცვალოს, როცა ამის დრო დადგება. ერთადერთი ადგილი დედამიწაზე, სადაც შეგვიძლია ერთად ვიყოთ _ ეს რუსე¬თია. რეფორმები გარდაუვალია. თუმცა ეს თავის დროზე უნდა მოხდეს. რეფორმები უნდა იყოს ორგანული, ევოლუ¬ციური, ტრადიციებზე ორიენტირებული; თანდათან უნდა აღდგეს მართლმადიდებლური თვითშეგნება, რომლის საფუძველიც რეალიზმი და ჯანსაღი აზრი იქნება. ძალიან მალე ტერიტორიებისთვის ბრძოლას ,,ცივი'' ომის ეპოქა შეცვლის _ ეს იქნება ომი რესურსებისა და ენერგიისთ¬ვის. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი მეცნიერებისთვის პრიორიტეტულად უნდა იქცეს ენერგიის ახალი წყაროების ათვისება. მათი წარმატება მომავალში ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტიაა...
არმია ძლიერია მხოლოდ მაშინ, როცა ხალხისა და ხე¬ლისუფლების მზრუნველობასა და სიყვარულს გრძნობს. სწორედ ამაშია არმიის უდიდესი მორალური ძალა და მისი წარმატების საწინდარი. არმიას სიყვარული და გაფრთხილება სჭირდება.
მე მარტო ვარ. რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა, მაგრამ ერთ წესიერ ადამიანსაც ვერ ვხედავ. ძველი თაობა სიონიზმის ჭაობშია ჩაფლული, ერთადერთი იმედი ახალგაზრდო¬ბაა. დადგა დრო, ინტერნაციონალიზმის წინააღმდეგ გამოვაცხადოთ ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა. მას სათავეში უნდა ჩაუდგეს ახალი რუსული ორდენი, რომლის შექმნაც დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს. დაიმახსოვრეთ: ძლიერი რუსეთი მოსფლიოს არ სჭირდება, არავინ დაგვეხმარება, მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა ვიქონიოთ.
მე რაც შევძელი, გავაკეთე. იმედი მაქვს, თქვენ უფრო მეტს და უკეთ გააკეთებთ. იყავით ჩვენი დიადი წინაპრების ხსოვნის ღირსები.
იოსებ სტალინი
1953 წლის იანვარ-თებერვალი''
ამ სტრიქონების წაკითხვისას ჟრუანტელი დაგივლის. ნუ გაგვიკვირდება, რომ იგი რუს ხალხს მიმართავს. ეს სტრიქონები გვეკუთვნის ჩვენ, ქართველებსაც, რომელთაც სიყმაწვილეში სხვა ანდერძიც დაგვიტოვა: ,,აყვავდი ტურფავ ქვეყანავ, ილხინე ივერთ მხარეო და შენც, ქართველო, სწავლითა სამ¬შობლო გაახარეო!''
XII. წერილი სავლეს
რომელიღაც ტელედებატებში ერთმა ნეოტროცკისტმა სავლემ სტალინის ღირსების დამცველ კაცს ჰკითხა _ ასე რომ აქებთ და იცავთ სტალინს, ერთი მიმოიხედეთ და გვითხარით, რა დაგვიტოვაო.
_ ყოჩაღ!.. ბრავო!.. ბრავისიმო!.. ჭეშმარიტად ტროცკის¬ტულ-სიონისტური შეკითხვაა, მარგამ ახლა მე შეგეკითხები: უფალმა თუ დატოვა რაიმე? ვიშვიში არ ატეხო _ ეს რა შეგვეკითხაო... ოღონდაც... ეს იმიტომ შეგეკითხე, რომ რაც ქრისტემ დაგვიტოვა: რწმენა სიყვარულისა და სურვილი თანასწორობისა, შენთვის შეუცნობელია. ამ ძალით აგებულ ეკლესიაში შენ არ შედიხარ, ან თუ შედიხარ, თვალთმაქცობ და ფარისევლობ. შენ რომის კლუბის, ჰილდერბერგის ან მასონთა ლოჟის, მორმონთა სექტის ან იელის უნივერსიტეტის კარის წინ დგახარ გრძელ რიგში. შენი ანგელოზი მოირია, ხოლო ღმერთი _ მამონი. ნუ ვიშვიშებ, ოღონდაც... გიცნობ, ვიხედები შენს გულში და ვზვერავ შენს ფიქრებს.
იქნებ ერთხელ მაინც მოგესმას ციდან:
,,საულ, საულ, რად მდევნი მე,,?''...
იქნებ ერთხელ მაინც ჩაწვდე ამ სტრიქონების სიღრმეს:
,,ოდეს გველი არ იყო, მორიელი არ იყო,
აფთარი არ იყო, ლომი არ იყო,
ძაღლი არ იყო, მგელი არ იყო,
შიში არ იყო, ზარი არ იყო...
ოდეს კაცთა მოდგმას მტერი არ ჰყავდა...
მთელი სამყარო, მორჩილი ხალხი,
ენლილს ერთს ენაზე ადიდებდა.
ძერა ცარგვალზე არ დაბოინობდა,
გუნდს მტრედებისას არ დაესხმოდა,
მგალობელი არ შეიცხადებდა,
ქალაქის გარეთ არ გოდებდა...''
სანამ ამ დილმუნზე, ამ ენგადზე იხითხითებს და იქადაგებს ეშმაკი შენი პირით, რომ ,,მთა და ბარი არ გასწორდება'', მანამდე იქნება წკვარამი და ცოდვის ტრიალი, მანამდე იჯდება ქალაქის გალავანთან თავზე ნაცარდაყრილი და მგოდებელი ქადაგი.
სავლე, გავდივარ წერილის ბოლოში და მომესმის შენი საფინალო, რიტორიკული და ფარისევლური შეკითხვა:
_ რაო, სტალინი უცოდველი იყო?..
_ არა, სავლე, უცოდველი და უშეცდომო როგორ იქნე¬ბოდა?! გინახავს ომში უშეცდომო ან უცოდველი კაცი? დავით წინასწარმეტყველი უცოდველი იყო? მოსე და ნავესის ძე გაიხ¬სენე,.. გაიხსენე აღმაშენებელიც... ასეთია მიწიერი ხელმწიფება. სტალინი ღმერთი არ იყო, ანი და ენლილი არ იყო, მაგრამ იყო მათი იარაღი, ზეციური ხრმალი, რომლემაც ილეკროს ნათე¬ბით გააპო წკვარამი და გვიჩვენა უფსკრულის თვზე გამავალი ბილიკი.
მაშ, სავლე, რატომ დევნი მას?! იქნებ ის გიჯობდეს, ირგვლივ მიმოიხედო და იკითხო _ სადღაა ერთობილი საქართველო? სადღაა ერი გულადი, პურადი, მებრძოლი თავის ბედისა?
სავლე, სადაა ერთიანი მართლმორწმუნე სამყარო? სადაა თუნდაც ივანე მრისხანის, დიმიტრი დონელის, ალექსანდრე ნეველის, ალექსანდრე სუვოროვის, გენიალური მწერლებისა და კომპოზიტორების რუსეთი? ჩვენთვის აღარც გოლოვინების და ვორონცოვების რუსეთია. არის სახელმწიფო რუსეთი, მაგრამ არა სტალინური _ ამაყი და ძლიერი, არამედ დამცირებული და გაბოროტებული რუსეთი, იმ ჟიდ-მასონების, გვარშეცვ¬ლილი თუ გვარ შეუცვლელი მანქურთი ,,ნაცმენების'' რუსეთი, რომლებიც პოლიტიკის, ბიზნესის, ფინანსების, ეკონომიკის, მეცნიერებისა და შოუბიზნესის ლოჟებში მოკალათებულან თავინთი მრუდე სარკეებით. აი, სად დგას ვლადიმერ პუტინიც, რომელიც უახლოეს წინამორბედებს იმით სჯობს მხოლოდ, რომ არ ლოთობს. ჭკვიანი და შორსმჭვრეტელი ჰგონია იგი მავანს, მაგრამ ისეთივე მართული და მოჩვენებითია, როგორც მისი თანამედროვე ქართველი კოლეგები: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მიითვისა, მაგრამ დანარჩენი საქართველოს ნდობა და ერთგულება დაკარგა; ყირიმი და დონბასი მოიპოვა, მაგრამ დანარჩენი სლავიანურ-რუსული უკრაინა დაკარგა; დაკარგა ასევე მოლდოვა, ბულგარეთი, რუმინეთი, სამხრეთ სლავების დიდი ნაწილი. და ეს მაშინ, როცა სტალინის მიერ შეკრული თანამეგობრული კავშირის ამოსავალი წერტილი სწორედ მართლმადიდებელთა და სლავთა ერთიანობა იყო.
ვერ ისტალინებს პუტინი... ძნელია, სტალინის სამზეოში მეორე სტალინი გახდე, მით უმეტეს, როცა ნიჭითაც ჩამორჩები, ძალითაც და სულერიებითაც. მიხვდა ამას ტიტანის ჩრდილში მოქცეული პუტინი და ბოლო დროს, ხრუშჩოვის მსგავსად, არა მარტო სტალინს, არამედ საქართველოსაც შემოწყრა. მეტი რაღა გინდა, სტალინის მიერ მოგებული ომის თარიღებს ზეიმობს, მისი იმპერიის აღდგენაზე ოცნებობს და თავად მას არ ახსენებს; და რაკი მას არ ახსენებს, არც რუს მხედართმთავრებს იგონებს (იცის, რომ ეს ნონსენსი იქნება). პუტინი სტალინის მაგინებელთა ვექილია და მის წინააEღმდეგ აგორებული ახალი, შეთითხნილი ბრალდებების გაზიარებამ ცუდ შედეგამდე მიიყვანა _ პოლონეთი 200 მილიარდი დოლარის გადახდას მოითხოვს რუსეთისგან (წაიკითხეთ ახლახან ქართულ ენაზე გამოცემული ე.ჯუღაშვილის წიგნი ,,პაპაჩემი სტალინი''). სააკაშვილს ჰგავს პუტინი _ ჰგონია, რომ მისი ქვეყნის ისტორია, მისი მმართველობიდან იწყება...
მისმენ სავლე? ,,გაგიჭირდება დეზის წიხვლვა'' _ რუსეთუ¬მეობას ვერ დამწამებ. მე რომ რუსეთთან მეგობრობა მსურს, ის რუსეთი ათასიოდე მართლმადიდებელი მღვდელ-მონაზვნის, ერთი ამდენი ერისკაცისა და ოფიცრის ამარაა დარჩენილი. მეგაპოლისებს გარეთ დარჩენილ სლავიანებს, რომელთა უმეტესობა არყითაა გაბრუებული, არავინ არაფერს ჰკითხავს.
ამიტომ სავლე, ჩემს ჩხრეკასა და მჩხიბაობას ის გიჯობს, სა¬კუთარ თავს ჰკითხო: 2008 წლის ომის დროს გორში შემოჭრილ ოკუპანტს კუდში რად დასდევდი და ეხვეწებოდი, სტალინის ძეგლი ააფეთქეო. არ იკადრა ოკუპანტმა ის, რაც შემდეგ შენ იკადრე და საკუთარი უსუსურობა სტალინს გადააბრალე _ ქარველებს გვჩაგრავდაო(?..). მსოფლიო კაცის, ქართველი გენ¬ერალისიმუსის ძეგლს ღამით ქურდულად მიეპარე და დაამხე. სანცვლოდ მართლაც რუსეთისთვის გაოფლილი და თავდადე¬ბული პეტრე ბაგრატიონი, საქართველოსთვის თითი თითზე რომ არ დაუკარებია, თბილისის სამხრეთ კარიბჭის მცველად გიყენია რა ხანია. სხვაც გითხრა? დედაქალაქის ცენტრიდან მისი მხსნელის (სხვა რომ არა ვთქვათ რა) აღმაშენებელის ძეგლი გაიტანე, ხოლო ვახტანგ გორგასალს რეიგანი მიუსვი რიყეში.
სავლე, ვინ გასწავლა ასე მოქცევა, რომელი კლუბის, ლოჟისა თუ ორდენის კაცები არიან შენი მოძღვრები? ჭიქით ხელში პეტრე პირველის ქართველობაზე გაუგებრად ლაპარაკობ, უნ¬დილაძეებითა და შინჯიკაშვილებით ტრაბახობ და იფხორები, სტალინის ხსენებაზე კი პირკატა გეცემა ხოლმე. აი, სადამდე მიგიყვანა ტროცკის პასკვილებმა. რაო, არ იცოდი, რომ შენი ჯიშ-ჯილაგის კაცს ლეიბა ბრონშტეინის თვალით უმზერ და ხრუშჩოვის პირით მეტყველებ? არ იცი, რომ პირწავარდნილი ანტისტალინელი ,,ბელეტრისტების'' სკანდალური თემებით იკვებები? იქნებ იცი კიდეც და ვერ გაგიმხელია, იცი და მაინც თვალთმაქცობ? ვისი გეშინია _ იმ ,,ძიებისა'', რომელთა ქვეყნიდან ,,თბილი პურის სუნი'' გცემს? აი, ასე ხარ ჩართულ- ჩაწერილი მსოფლიოს მოჩვენებითი დემოკრატიის ფერხულში.
არ იყო ეს, სავლე, ქართველი კაცის ხასიათი!..
სავლე გახსოვდეს: რწმენა და რწმენის კაცი სამსჭვალსა ჰგავს _ რაც უფრო ძლიერად დაჰკრავ, მით უფრო ღრმად ჩაჯდება საზოგადოების გულსა და ხსოვნაში. სანამ ამას არ ირწმუნებ და მხეცის ქალაქისკენ მიმავალს უფლის ხმა არ მოგწვდება, წერილს აღარ გავაგრძელებ, სათქმელს მაცხოვრის სიტყვებით დავასრულებ:
,,ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ არც ერთი წინას¬წარმეტყველი არაა მიღებული თავის სამშობლოში'' (ლუკას სახარება, 4,24).
გელა ქოქიაშვილი

დაბრუნება დასაწყისში