Menu

V ბრძოლა მხეცთან

კაცობრიობამ, როგორც კი წერა-კითხვა ისწავლა და საჭრეთელი მოიმარჯვა, ლექსად ჩამოქნილი პირველი აზრი ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართა.
,,ოდეს გველი არ იყო, მორიელი არ იყო
აფთარი არ იყო, ლომი არ იყო,
შიში არ იყო, ზარი არ იყო,...
ადგილი იგი უბიწო იყო,
ადგილი იგი ბრწყინვალე იყო.
დილმუნში ყორანი არ ყრანტალებდა,
დილმუნში ყვავი არ ჩხაოდა,
ლომი არავის მოაკვდინებდა,...
დილმუნში ქვრივ-ობოლი არ იპოვებოდა,...
მგალობელი არ შეიცხადებდა,
ქალაქის გარეთ არ გოდებდა''...
დიახ, ის უბიწო დილმუნი, ის სამოთხე-ქვეყანა ენატრებოდა და ელანდებოდა 5000 წლის წინანდელ შუმერ პოეტსაც კი და იგივე მეორდება ამჟამად.
მონათა პირველი ფენა, ტყვეების სახით, ერთი ტომობრივი გაერთიანების (სოფლის, გორა-ნამოსახლარის, დაბა-ხევის, ქალაქის) მეორე გაერთიანებაზე თავდასხმისა და მორჩილების შედეგად წარმოიშვა, ხოლო ამ თავდასხმის მიზანი უწყინარი მეზობლის ქონებისა და რესურსების ხელში ჩაგდება, ნაკ-ლები შრომით მეტი შემოსავლის მიღება-მითვისება იყო. ერთი სიტყვით, მომთაბარე მეომარმა მკვიდრი მიწათმოქმედის რესურსების მითვისება დაიწყო და ოფლისღვრას სისხლისღვრა არჩია. შემდგომში მან ეშმაკობაც იხმარა და, საკუთარი ზრახვის დასაფარად, პირუკუ სურათი შექმნა. დაიწყო დიდი თვალთმაქცობა.
ასე ჩაეყარა საფუძველი ომსა და მონობას. ერთის მხრივ გაჩნდა ,,აფთარი'' და ,,ძერა'', მეორე მხრივ _ ,,შველი'' და ,,მტრედი''.
გადიოდა დრო, იცვლებოდა ე.წ. ფორმაციათა სახელი და ფორმა, მაგრამ მონობის ინსტიტუტს ბოლო არ ეღებოდა, პირიქით _ დედამიწაზე ჩაფრენილი მხეცი სულ უფრო საცნაური ხდებოდა.
ძე ღვთისა იმიტომ მოევლინა ქვეყანას, რომ ეშმაკი დაე-მარცხებინა. ათ მცნებასა და ცხრა ნეტარებასთან ერთად, მან, სხვათა შორის, ისიც გვითხრა, რომ უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა სამოთხეშიო. ამ მდიდარში, ბუნებრივია, უგვანოდ გაქსუებულები იგულისხმა. დიახ, სიყვარულის სასწაულითა და თვითშეწირვით მან თითქოს დაამარცხა ეშმაკი, მაგრამ ეს უცოდველი ღვთიური სისხლიც კი საკმარისი არ აღმოჩნდა საყოველთაო, სამარადჟამო გამარჯვებისთვის: მაინც მხეცსა და ,,ოქროს ხბოს'' ეთაყვანა ადამიანი: მომხვეჭელი კაცისგან ხალასი კაცის დაჩაგვრას საშველი არ დაადგა.
ასე ფიქრობდა ყმაწვილი სოსელო ეგზარხოსის მიერ მარ-თულ სემინარიაში, სადაც პედაგოგები მახინჯ იმპერიულ ზრახვებს ეპისტოლეთა ფურცლებში ხვევდნენ და უფალზე მეტად, ელიტური კლასის ინტერესებს ემსახურებოდნენ. ამიტომ, როგორც კი რევოლუციურ გარდაქმნათა ქარმა დაჰბერა, იოსებ ჯუღაშვილმა თავისი ცხოვრება ეროვნული და სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას დაუკავშირა (სხვა საქმეა, თუ რა ზრახვანი აღმოაჩინა მან მოგვიანებით ,,რაინდთა'' შორის). ერთი სიტყვით, სოსო სემინარიიდან წავიდა (შეიძლება, გარიცხეს კიდეც რევოლუციური იდეებისთვის). ეს ფაქტი საინტერესოდ არის ახსნილი გამომცემლობა ,,Святая гора афон''-ის მიერ 2014 წელს დასტამბულ წიგნში ,,Сталин и церковь глазами современников'', რომელსაც მე ბევრგან დავიმოწმებ ამიერიდან. აი, რას ვკითხულობთ ამ წიგნში:
,,სტალინი გულწრფელად წავიდა სასულიერო სემინარი-იდან რევოლუციაში, ასე ბევრი მოიქცა XX საუკუნის და-საწყისში... ამის მიზეზი ის იყო, რომ რუსეთის ეკლესია მის რიგებში მაღალი საზოგადოების მოხელეთა გაბატონების დროიდან მოყოლებული, თანდათან სახელმწიფო ჩინოვნიკურ სისტემად გადაიქცა (ეკლესიის საქმეებში სახელმწიფო რწმუნებულის ინსტიტუტი პეტრე პირველმა მოიგონა). ეკლესია თვალსა და ხელს შუა იცლებოდა. სახარებისეული სიყვარულისა და თავგანწირვისაგან. ჩვენი სახელოვანი მოძღვრები, ეპისკოპოსები _ თეოფანე და ეგნატე (ბრიანჩანინოვი) აკი ამიტომ განერიდნენ სენაკებს''.
სასულიერო სემინარიიდან წასულ სტალინს რომ ჭეშმარიტი რწმენისა და ეკლესიისთვის არ უღალატია, მერე დამტკიცდა (ამ საკითხსაც ცალკე შევეხები): უფრო მეტიც _ სტალინი დიდი რწმენის კაცი იყო, რამეთუ უფლის რწმენა საერო კაცისთვის ოდენ ლოცვა, მარხვის შენახვა და პირადი წესიერება არაა; მისი ამოცანაა ეშმაკეულის წინააღმდეგ განუხრელი ბრძოლა, თავდადება. მაცხოვარი იმას გვასწავლიდა, რომ საკუთარი ,,მეს'' მტერი (მოწინააღმდეგე) გვყვარებოდა, ვითარცა მოყვასი ჩვენი, თორემ ის ნამდვილად არ უთქვამს, მამაჩემის _ უფლის მტრები გიყვარდეთო.. ეს ხომ ეშმაკის სიყვარულისკენ მოწოდება იქნებოდა. კაცი, რომელიც სხვა კაცს ჩაგრავს, უფლის წინააღმდეგია, ერი, რომელიც სხვა ერს ჩაგრავს, უფლის მოძულეა. უსამართლობა უღმერთობაა. როდესაც შენ ოქროში ცურავ, ხოლო შენ გვერდით ქვრივ-ობოლი გმინავს, შენ უღმერთო ხარ. სტალინი უღმერთობის, სოციალური და ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძოდა და ამ ბრძოლაში ყოველივე პირადული გაწირა.. სწორედ ეს არის ქრისტიანული თავგანწირვა, რწმენისა და იდეის კაცობა.
ნოე ჟორდანიას უნებლიედ ასეთი სიმართლე წამოსცდა: ,,სტალინი ბოლშევიზმამდე იყო ბოლშევიკი, არა თეორიული მოსაზრებით, არამედ თავისი ბუნებით''... (იხ. გ. ნადირაძე _ ,,სტალინი _ ქართველი კაცი?''. გვ. 111), მაგრამ ბოლშევიზმი აქ არაფერ შუაშია. საქმე ეხება სტალინისეულ საღვთო ომს სოციალური უთანასწორობის წინააღმდეგ.
პოეტი ჯუღაშვილი როგორი გულწრფელობითაც წავიდა სემინარიიდან, იმავე გულწრფელობით ჩაება რევოლუციაში. მისი ,,კეთილისმყოფელი'' ახალგამომცხვარი ბიოგრაფები, გასაგები მიზეზების გამო, ერთმანეთს ეჯიბრებიან იმ ბანკების ჩამოთვლაში, რომლებიც ჯუღაშვილის ორგანიზატორობით ან უშუალო მონაწილეობით გაიძარცვა ექსპროპრიაციის მიზნით, თუმცა საამისო სამხილს ვერ გვაწვდიან. სტალინი რამდენჯერმე იქნა დაპატიმრებული და გადასახლებული პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ დაყაჩაღების ფაქტზე ერთხელაც არ გაუსამართლებიათ. დავუშვათ, რომ ახალგაზრდა სტალინი იმდენად მოხერხებული იყო, რომ ოხრანკას სამხილებს არ უტოვებდა, მაგრამ სად უნდა ესწავლა ასეთი გაქნილი განგსტერობა -გორის სასულიერო სასწავლებელში თუ თბილისის სასულიერო სემინარიაში?... ვთქვათ და ვესტერნის ჟანრის ბიოგარაფები მაინც მართალნი არიან: ჯუღაშვილს სად უნდა მიეტანა ფული -დედამის კეკესთან თუ რევოლუციის სალაროში?...
რომ არა სტალინის ასეთი გულწრფელი ნაბიჯები რევო-ლუციაში, რომ არა სამართლიანობისადმი დაუოკებელი ბრძოლის რელიგიამდე აყვანილი რწმენა, უფალი ნამდვილად არ შეაბამდა მას თავის მახვილს. გარდა ამისა, ქართველი მართლმადიდებელი სტალინი რომ არა, სლავიანურ ნიადაგზე აღმოცენებულ უზარმაზარ საბჭოთა გაერთიანებაში ერთა შორის თანასწორუფლებიანობა ვერ დამყარდებოდა. სტალინმა სახელმწიფოში მცხოვრებ ყველა ერს თვითგანვითარების საშუალება მისცა, დიდი თუ მცირე, სხვადასხვა ხარისხის საზღვრები დაუდგინა, სხვადასხვა წონის ავტონომიები არგუნა. მის დროს ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე ნებისმიერი ერის უდიერად ხსენება კანონით ისჯებიდა.
მავანი იტყვის, რომ რთულ ფილოსოფიურ საკითხებზე მარტივად ვმსჯელობ, მაგრამ ერთი რამ ავიწყდება: ყველაზე ზუსტი მეცნიერების _ მათემატიკის მიზანი ურთულესი განტოლების უმარტივეს პასუხამდე დაყვანაა: და კიდევ, გვახსოვდეს _ის, ვინც რთულად წერს, სიცრუეს წერს.
 
ომი, რომელშიც სტალინი ჩაება უსაშინლესი იყო. სამართლიანობისთვის მებრძოლმა მიმოიხედა და აღმოაჩინა, რომ მის გვერდით ბნელი არმაგედონი იდგა; არმაგედონი, რომელიც მოჩვენებითი სიკეთით ეშმაკისეულ იდეებს ნიღბავდა. სტალინი მცირე მხედრობით ჩაერთო მხეცის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლაში. ამიტომ გამოიყურება იგი ხშირად სასტიკად. ესეც არ იყოს, რუსეთი ყოველთვის მკაცრ მმართველს მოითხოვდა და სწორედ ამას შეახსენებდა ნიკოლოზ II-ს მისი მეუღლე _ დედოფალი ალექსანდრა. იგი მეფეს ეკატერინე II -ის სიმკაცრის გამოჩენას თხოვდა (ტელეარხი Vიასატ ჰისტორყ 23.01.02.2017 - Трагическая судьба российских царевен'')
რევოლუციის ქარიშხლის შუაგულში მოხვედრილი სტალინის ყველაზე დიდი მტერი ლეიბა ბრონშტეინი (ტროცკი) აღმოჩნდა, ყველაზე დიდი იმედგაცრუება კი ლენინი (ულიანოვი), რომელმაც გარშემო ჟიდ-სიონისტების პოლიტიკური არმია შემოიკრიბა. ამ არმაგედონის ერთ-ერთ გამოკვეთილ სარდალს იანკელ მოვშევიჩს (სვერდლოვს) სტალინი ტურუხანსკში გადასახლებისას გაეცნო ახლო. ისინი დასახლება კურეიკაში გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ტარასევების სახლის ერთ პატარა ოთახში. როგორ წარ
მოგვიდგენია, შეძლებდა კი რომანოვების მომავალი მკვლელობის ორგანიზატორი, საკუთარი სახე დაემალა სტალინისთვის?
ფაქტი ერთია: როგორც თვით სვერდლოვის წერილებიდან ირკვევა, მას სტალინთან ურთიერთობა ძალიან დაძაბვია (იხ. ს. ს. მონტფერიე: ,,ახალგაზრდა სტალინი'').
სანამ ქვეყნის სათავეში მასონური მთავრობა იყო, ხოლო სოციალ-დემოკრატებში მენშევიკები ბოგინობდნენ, სტალინი ამაზე თვალს ხუჭავდა, ხოლო ლენინზე არც შემდგომ დასცდენია ხმამაღლა აუგი. მან იცოდა, რომ ეს ხალხში გაუგებრობასა და დიდ იმედგაცრუებას გამოიწვევდა. სანაცვლოდ, ლენინმა გაახმაურა სტალინთან კონფლიქტი.
ზოგიერთს ჰგონია, რომ რევოლუციურ ხელისუფლებაში სტალინს მეორე საფეხური ეკავა ლენინის შემდეგ. სინამდვილეში, ამ მეორე საფეხურზე (და ხანდახან პირველზეც) ძალიან მყარად იდგა რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე, წითელი არმიის ფუძემდებელი და მისი 5-ქიმიანი პენტაგრამის შემომტანი, ერთ-ერთი იდეოლოგიური ბოსი ლევ ტროცკი (ლეიბა დავითის-ძე ბრონშტეინი). მას გრძელი შლეიფი მოჰყვებოდა: სვერდლოვი (იანკელ მოვშევიჩი), ძერჟინსკი (ფროემკინი), კამენევი (როზენფელდი), ზინოვიევი (აპფელბაუმ-რადომიდსკი), მარტოვი (ცედერბაუმი) კავკასიის საქმეში რუსეთის მთავრობის კონსულტანტი ა. პავრუსი (იზრაილ ლაზარეს ძე) გელფანდი რომელიც გერმანიის გენშტაბის ჯაშუში იყო და სხვანი. ესენი ის უწყინარი ებრაელები, ჩვეულებრივი მოქალაქეები როდი იყვნენ, რომლებთანაც სტალინს საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. სტალინის ბავშვობამ და სიჭაბუკემ ხომ იმ ქყვეყანაში ჩაიარა, სადაც ებრაელებისთვის ძვირი არასოდეს უთქვამთ! გავიხსენოთ ისიც, რომ გორში სტალინის დედა მოშიაშვილების სახლის ხშირი სტუმარი იყო, ქალბატონ ხანას პატარა სოსო შვილივით უყვარდა. ყმაწვილი სტალინი ასევე ძალიან უყვარდა მის თანატოლ დავით პაპისმამედოვს, რომელიც 1924 წელს კრემლში ესტუმრა კიდეც სოსოს (იხ. ი. ქუნთელია ,,დიდი სახელმწიფოს დაცემა'', თბ. 1999 წ.). მართალია, ებარაელები ფრონტის ხაზზე დიდად ვერ გულადობდნენ (პროპორციულად მათ ყველაზე ნაკლები გმირი ჰყავდათ), მაგრამ სტალინი ამას გაგებით ეკიდებოდა (იხ. ნ. ბერძენიშვილი: ,,სტუმრად სტალინთან''). ასე რომ, სტალინი რიგით ჩვეულებრივ ებრაელებს კი არ ებრძოდა, არამედ _ ზევით დასახელებული ადამიანების გარემოცვას _ სიონისტებსა და ზოგადად სიონიზმს, რომელიც მსოფლიო ორგანიზაციად 1897 წელს გაფორმდა, ხოლო შემდგომში გაერომ იგი რასიზმისა და რასორბივი დისკრიმინაციის ფორმად შეაფასა (იხ. ქსე ტ. 9, გვ. 380).
სიონიზმის არსით დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევ, ინტერნეტის საშუალებით წაიკითხოს დუგლას რიდის ,,спор о сионе'', , რომელიც 1991 წელს ჟურნალმა ,,Кубань''-მაც დაბეჭდა. სიონზიმი იმას ქადაგებს, რომ ებარელები მარადიულ გზას მიზანმიმართულად ადგანან, ხოლო გოები (ე.ი. არაებრაელები, მუდმივად ამ გზის ძიებაში არიან; რომ ებრაელები სამყაროს კიბით ნეტარებისკენ ავლენ, ხოლო გოები ამ კიბის ქვეშ იცხოვრებენ. სწორედ 1897 წლის კონგრესს მიეწერება ,,სიონის ბრძენკაცთა ოქმები'', რომლებიც გოების წინააღმდეგ მიმართული ვერაგული გეგმაა.
24 მუხლიანი ოქმების სრულად მოტანას აქ, ბუნებრივია, ვერ მოვახერხებ, ამიტომ სულ რამდენიმე ამონარიდს მოვიტან, რაც ყველაფერს დღესავით ნათელს ხდის:
,,1. ,,...ჩვენს გეგმაში ყურადღებას მივაპყრობთ არა კეთილსა და ზნეობრივს, არამედ საჭიროსა და სასარგებლოს (ოქმი #1); 2. ,,გოებს (ე.ი. არაებრაელებს, -გ.ქ.) უნდა შევურყიოთ რწმენა, მათი გონებიდან ამოვძირკვოთ ღვთის სულიერების პრინციპი და შევცვალოთ არითმეტიკული გაანგარიშებით, მატერიალური მოთხოვნილებებით ისე, რომ გოების გონებამ ფიქრი და ამის შემჩნევა ვერ მოასწროს (ოქმი #4); 3. ,,ხალხთან ვისაუბრებთ მოედნებზე და მათ პოლიტიკას იმ მიმართულებით ვასწავლით, რაც ჩვენ გვჭირდება (ოქმი #9); 4. ,,ჩვენ დავაქვეითებთ გოების ოჯახების მნიშვნელობას და მათ აღმზრდელობით მიზანს. გამოვრიცხავთ ინდივიდუალური გონების გამოყოფას. ჩვენს ხელმძღვანელობას დამორჩილებული ხალხი მოგვისმენს მხოლოდ ჩვენ''... ბუნებრივია, ყველა ეს თეზა მიმართულია სიონისტების მსოფლიო ბატონობისკენ, რაც ამ ოქმებში უამრავჯერაა დადასტურებული.
1897 წლის სიონისტთა კონგრესის გადაწყვეტილებების ხორცშესხმისთვის საუკეთესო ნიადაგი რუსეთი იყო, სადაც ყველაზე მეტი ებრაელი ცხოვრობდა. ეს, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ დარჩა იმპერატორ ნიკოლოზ II-ს, რომელმაც სიონისტებისთვის ლაგამის ამოდება გადაწყვიტა, მაგრამ ვერ მოახერხა და სწორედ მათი მსხვერპლი შეიქნა.
გასული წლის 25 მაისს, შაბათ დღეს ტელეარხმა Viasat History-მ, რუბრიკით ,,тайные общества'' უჩვენა ფილმი, რომლის მე-2 სიუჟეტი სწორედ ,,სიონის ბძენკაცთა ოქმებს'' შეეხებოდა. დოკუმენტური ფილმი 2014 წელსაა გადაღებული. მისი ავტორი, ვინმე ფიუსელი ცდილობს, ამ ოქმების შედგენა ნიკოლოზ II-ს და მის მოხელეებს _ საიდუმლო პოლიციის საზღვარგარეთის აგენტურის დეპარტამენტის უფროსს პეტრე რაჩკოვს და მის თანაშემწეს მატვეი გოლოვინსკის _ გადააბრალოს. მაგრამ ავტორს ავიწყდება, რომ იგი ამით ირიბად ადასტურებს სიონისტების მიერ ნიკოლოზ II-ს ოჯახზე შურისძიებასა და მის მკვლელობას. რაჩკოვსკისა და გოლოვინსკის ავტორობა გაღმა გადავებას ჰგავს. ის ვისაც ეს ,,ოქმები'' წაკითხული აქვს, დამეთანხმება, რომ არასიონისტ კაცს არანაირად არ შეეძლო საიონისტური გეგმის ასე მწყობრად ჩამოყალიბება და გამოგონება. სხვა თუ არაფერი, ამას თანამედროვე მსოფლიო მოვლენები ადასტურებს, რომლებიც სწორედ ხსენებული ოქმების სცენარით და ილუმინატ-გლობალისტთა გეგმებით ვითარდება
ტროცკი და მისი შლეიფის წვრები, რომლებთან ბრძოლასაც სტალინმა 20 წელი შეალია, სიონისტები იყვნენ. მათი მხარე ეჭირა ლენინსაც. ფაქტებით ვიმსჯელოთ:
ნაწყვეტი რ. ვილტონის წიგნიდან ,,რომანოვთა უკანასკნელი დღეები'':
,,სამეფო ოჯახის მკვლელობის წინა დღეს სიკვდილით დასჯის ადგილზე მოსკოვიდან ერთვაგონიანი მატარებლით, ჩავიდა რაბინის გარეგნობის, ,,კუპრივით შავი წვერის'' მქონე ადამიანი. რომელი ცენტრის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი, რომელიც ჩადენილი ამბის მოწმედ და დასაფიქსირებლად გახლდათ ჩასული? სწორედ მან ხომ არ დატოვა მკვლელობის ადგილზე, კედლებზე სხვადასხვა წარწერა და გრაფიკა. პირველი წარწერა: ,,Валтасар был этой ночью убит своими слугами''... მისგან მოშორებით, ორ კედელზე იმავე მელნითა და ისეთივე სქელი მონასმით დახატული იყო რაღაც ნიშნები. წარწერების საიდუმლო სრულად ასეა ახსნილი: ,,აქ ბნელი ძალების ბრძანებით, სახელმწიფოს დანგრევის ნიშნით მსხვერპლად შეიწირა მეფე. ეს ეუწყება ყველა ხალხს''. (,,Сталин и церковь'', გვ. 103).
მღვდელმონაზონი ევსტაფის სიტყვებით (გაზ. ,,Завтра'' -2009 წ.): ,,ლენინმა სინამდვილეში ჩვენს ქვეყანაში მოი-ყვანა ადამიანთა ერთი ჯგუფი, რომელმაც საბოლოოდ რუსი ხალხის გენოციდი მოახდინა''. ტროცკი ამბობდა: ,,რევოლუციის შედეგად რუსი ხალხის 10% თუ დაიხოცება ან თუნდაც 10% დარჩება ცოცხალი და ჩვენ გზას გაჰყვება, ჩვენ მივიჩნევთ, რომ კომუნიზმის მშენებლობის ცდამ გაამართლა'' (,,сталин и церковь'', გვ.107).
და მართლაც, ,,1918 წლიდან 1922 წლამდე რუსეთის მოსახლეობა 15,1 მილიონით შემცირდა'' (,,истоки зла''. 2002 წ).
ლენინმა და ტროცკიმ არა მარტო სამოქალაქო ომის გაჩაღებით გაანადგურეს რუსეთი, არამედ მათი ხელშეწყობით გავრცელდა თავისუფალი სექსი: პროსტიტუცია, ჰომოსექსუალიზმი, ნეკროფილია და ზოოფილია. (1934-1936 წლებში სტალინმა საგანგებო ბრძანებები გამოსცა და ყველა ეს უზნეობა სისხლის სამართლის დანაშაულად გამოაცხადა. მანვე მოგვიანებით დახურა ჟურნალი ,,Безбожники'').
აი, ლენინ-ტროცკის გუნდის სხვა მარგალიტები:
ლენინი მოლოტოვსა და პოლიტბიუროს სხვა წევრებს: ,,რეაქციული ბურჟუაზიისა და სამღვდელოების რაც მეტი წარმომადგენლის დახვრეტას მოვასწრებთ სადღეისოდ, მით უკეთესი''...
ლაცისი _ ძერჟინსკის თანაშემწე: ,,გამოძიების დროს ნუ დაიწყებთ იმის დამამტკიცებელი საბუთების ძებნას, რომ ბრალდებული სიტყვითა და საქმით მოქმედებდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. თავდაპირველად მას უნდა ჰკითხოთ, როგორი წარმომავლობის, აღზრდის, განათლების და პროფესიისაა. სწორედ ამ საკითხებმა უნდა გადაწყვიტოს ბრალდებულის ბედი... თუკი რაიმეში შეიძლება გავამტყუნოთ ჩკ, უნდა გავამტყუნოთ არა ჭარბ ეჭვიანობაში, არამედ სასჯელის უმაღლესი ფორმის გამოყენების ნაკლებობაში''. მკითხველს ვთხოვ, ამ მითითებას განსაკუთრებული ყურადღება მოაქციოს და დაიხსომოს, რადგან ძერჟინსკის მიერ დამკვიდრებული ეს ტრადიცია და მის ნიადაგზე გაზრდილი პოლიტიკური კადრების ფესვები ლამის დღემდეა გამოყოლილი და იგი სტალინმაც კი ვერ მოთხარა მთლიანად.
გუსევი (იაკობ დრაბკინი) _ ლენინის ერთგული თანამოაზრე: ,,ლენინი თავის დროზე გვასწავლიდა, რომ პარტიის ყველა წევრი ჩკ-ს აგენტი უნდ აიყოს, ანუ უნდა ხედავდეს და აბეზღებდეს. თუკი რაიმე ნაკლებობას განვიცდით, ეს სწორედ დაბეზღებაა''.
სვერდლოვი: 1919 წლის 23 იანვარს ხელმოწერილი ბრძანება: ,,აუცილებელია ერთადერთ გამართლებულ ნაბიჯად მივიჩნიოთ კაზაკობის მეთაურებთან დაუნდობელი ბრძოლა მათი სრული განადგურების გზით. მდიდარი კაზაკევბის წინაღმდეგ მოეწყოს ტერორი და ისინი სრულიად მოისპონ, მოეწყოს დაუნდობელი მასობრივი ტერორი საერთოდ ყველა კაზაკის მიმართ''...
ლენინი-მოლოტოვს: ,,ახლა და მხოლოდ ახლა, როცა დამშეულ ადგილებში ადამიანები ერთმანეთს ჭამენ და გზებზე ასობით, ათასობით გვამია, ჩვენ უკიდურესი დაუნდობლობით უნდა მოვახდინოთ საეკლესიო სიმდიდრის ამოღება''.
ლენინი: ,,მღვდლების წინააღმდეგ მოეწყოს დაუნდობელი საყოველთაო ტერორი'' (,,Сталин и церковь'').
ტროცკის საქმეები: ,,1920 წელს, ყირიმში თეთრი გვარდიის 40 ათასი მეომარი, ძირითადად პორუტჩიკები და პოდპორუტჩიკები, ნებაყოფლობით განიარაღდნენ და ჩაბარდნენ ბრიგადის მეთაურ მ. ფრუნზეს, რომელმაც მათ ოფიცრის სიტყვა მისცა, რომ გაათავისუფლებდა. როგორც კი ამის შესახებ შეიტყო რევოლუციური საბჭოს თავმჯდომარე ტროცკიმ, მასთან მიიჭრა:
_ გაგიჟდი? _ შეეკითხა მბრძანებლურად ტროცკი.
_ ისინი რუსები არიან! _ იყო ბრიგადის მეთაურის პასუხი.
არ არსებობს რუსი, უკრაინელი, რუმინელი, ჩინელი, ებრაელი. არსებობს პროლეტარიატი და ბურჟუაზია! ეს ორმოცი ათასი კაცი რომ შეიჭრას ციმბირში, ფიქრობ, როგორი ძალაა?!
ასე დახვრიტეს უიარაღო ადამიანები''.
1921 წელი. ,,ტროცკის მეთაურობით ,,ლეგენდარულმა'' ტუხაჩევსკიმ მხრჩოლავი გაზით მოსპო და დახვრიტა ათასობით გლეხი, რომელიც შიმშილისგან სასიკვდილოდ განწირული აღდგა მილიციელ ანტონოვის მეთაურობით (,,ანტონოვის აჯანყება''). მანვე სისხლში ჩააქრო კრონშტადტის აჯანყება'' (იხ. ი. ახუაშვილი ,,სტალინი და მასონობა'', გვ. 84-85).
მსგავს ქმედებათა დასაბუთებას სტალინის ბიოგრაფიაში ვერ ნახავთ. ან კი როგორ შეიძლება ყოფილიყო, როცა იგი სიონისტების მიერ არ გახლდათ ხელდასხმული. წიგნში ,,Сталин и церковь'' მკაფიოდაა გამოთქმული მოსაზრება, რომ სტალინმა ან არ იცოდა, ან იცოდა და წაუყრუა იმას, რომ ჰიტლერი ხელისუფლებაში იმავე ძალამ მოიყვანა, რომელმაც ძველი მსოფლიოს საბოლოო დანგრევის მიზნით რუსეთში რევოლუცია მოაწყო''. სტალინი რევოლუციის გარიჟრაჟზე, რა თქმა უნდა, ჰიტლერის მოსვლას ვერ იწინასწარმეტყველებდა, მაგრამ ლენინ-ტროცკის გუნდი რომ მართული იქნებოდა, მოგვიანებით ნამდვილად იეჭვებდა, იეჭვებდა და საკუთარ სამოქმედო გეგმასაც შეიმუშავებდა.
გაგრძელება იქნება

back to top