თმის ზრდის აღმდგენი მოლეკულა აღმოაჩინეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სწავლულებმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, სასიგნალო მოლეკულას მიაგნეს, რომელიც თმის ზრდაზეა პასუხისმგებელი და ხელს უწყობს თმის საფარის აღდგენას ცვენის ან ალოპეციის დროს. მკვლევარების მიზანს იმ ზუსტი მექანიზმის გამოვლენა წარმოადგენდა, რომლის საშუალებითაც, დერმის დვრილების უჯრედები ხელს უწყობენ ახალი ფოლიკულის ზრდას. აღმოჩნდა, რომ სასიგნალო მოლეკულა SCUBE3, რომელსაც დვრილის უჯრედები გამოიმუშავებს, იმპულსია თმის ახალი უჯრედების გამოსაყოფად. მკვლევარების აზრით, ამ მოლეკულის სტიმულაციით შესაძლებელი იქნება თმის ჭარბი ზრდის ფორმირება და მკურნალობის ახალი სქემების შემუშავება ამ სფეროში არსებული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის.