მდიდრებს სეიფს ალპებში სთავაზობენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შვეიცარიული ფირმა Bruenig Mega Safe AG, რომელიც მშენებლობითაა დაკავებული, შეძლებულ ადამიანებს ფულისა და ძვირფასეულის შენახვის უჩვეულო მეთოდს სთავზობს. საცავის სახით, კომპანია მათ გამოუყოფს სივრცეს ალპების მთებში, რომლის ფართობიც ათი საფეხბურთო მოედნისას უტოლდება. საცავში შესაბამისი ტემპერატურა და ტენიანობა იქნება და ასეთი საწყობები შესაფერისი იქნება ხელოვნების ნიმუშების, ოქროს, კლასიკური ავტომობილების შესანახად. შესაძლებელი იქნება ღონისძიებების გამართვა უსაფრთხოების დაცვის უმაღლესი დონით.

რაც შეეხება თანხას, ამ საცავში ფულის შენახვა 500 ათასი დოლარიდან იწყება. კომპანია უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს ათობით პოტენციურ კლიენტთან, რომელთა შორის არიან სამხატვრო გალერეები და უმდიდრესი ადამიანები. საკუთარ სეიფებთან მისვლას კლიენტები ნებისმიერ დროს, გვირაბის საშუალებით შეძლებენ, რომელშიც სატვირთოებიც კი გაივლიან. მშენებლობის დასაწყებად, პირველ ეტაპზე, კომპანიას 7.5 მილიონი დოლარი სჭირდება ინვესტორებისგან. ალპებში საცავის გამოჭრა უკვე დაიგეგმა, მის ამუშავებას ფირმის წარმომადგენლები 2022 წლისთვის ვარაუდობენ.