კლინიკა რბილი სათამაშოებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამომავალი მზის ქვეყანაში მუშაობს კომპანია, რომელიც საკუთარ თავს „საავადმყოფოს“ უწოდებს, რადგან რბილ სათამაშოებს, იქ ახალ სიცოცხლეს სძენენ. ორგანიზაციას Fumofu Land & Nuigurumi Health Corporation ჰქვია. მისი თანამშრომლები სასწაულებს ახდენენ - დაზიანებულ და საკმაოდ შელახულ, საყვარელ სათამაშოებს ისე აღადგენენ, რომ ისინი ოჯახის ნამდვილი წევრები ხდებიან. კომპანიის საიტზე უამრავი ფოტო დევს, რომლებზეც ნათლად ჩანან „დაავადებული“ პაციენტები და ამ უჩვეულო კლინიკის „ექიმებისა“ და „მედდების“ „მკურნალობის“ შედეგები. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ნებისმიერი „პაციენტი“, ასაკისა და მდგომარეობის სიმძიმის მიუხედავად, ოჯახში „საღ-სალამათი“ დაბრუნდეს.