ჰოსპიტალი კოსმოსში

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არაბთა გაერთიანებული საემიროების ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მსოფლიოში პირველ კოსმოსურ ჰოპიტალს - Emirates Space Hospital ააშენებენ. პროექტი საემიროების ეროვნული კოსმოსური პროექტის ნაწილი გახდება. კოსმონავტებს სამედიცინო დახმარებას, თუ მკურნალობას კოსმოსში გაუწევენ, მაგრამ ეს ყველაფერი დედამიწიდან, ნანოტექნოლოგიების დახმარებით გაკონტროლდება, - განაცხადა სამინისტროს წარმომადგენელმა, - ტელემედიცინას მხოლოდ ჰოსპიტალში კი არა, კოსმოსშიც გამოიყენებენ. პროექტი მარსზე, საემიროების კოსმოსურ მისიასთან ერთად ამოქმედდება, რომლის დაწყებაც 2023 წლისთვისაა დაგეგმილი. მანამდე, კოსმოსური ჰოსპიტლის პროექტს დედამიწაზე გამოსცდიან.