ილონ მასკს შვილი აუჯანყდა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პლანეტის უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის 18 წლის ვაჟმა სქესის შეცვლა და მამის გვარზე უარის თქმა გადაწყვიტა. „მე აღარ ვცხოვრობ ჩემს ბიოლოგიურ მამასთან და არ მსურს, მასთან რამე მაკავშირებდეს“, - განაცხადა ქსავიე ალექსანდერ მასკმა. მან განცხადება უკვე შეიტანა და სურს ვივიენ ჯენა უილსონი დაირქვას. მასკი დედამისზე, კანადელ მწერალ ჯასტინ უილსონზე 2000 წელს დაქორწინდა და მასთან ექვსი შვილი ჰყავს. ისინი ერთმანეთს 2008 წელს დაშორდნენ. უცნობია, მიიღებს თუ არა კვლავ ქსავიე მამისგან ფინანსურ დახმარებას და აპირებს თუ არა მასზე უარის თქმას. როგორც მედია წერს, ტრანსგენდერი ვაჟის ასეთი გადაწყვეტილება მასკის ტრანსფობიურ გამონათქვამებს უნდა უკავშირდებოდეს.