„მცურავ“ ელექტრომობილს გამოუშვებენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იაპონური კომპანია Fomm ისეთი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს, რომელსაც გადაადგილება შეეძლება, როგორც ხმელეთზე, ასევე წყალზეც. ავტომობილმა არა მხოლოდ დატბორილ გზებზე გავლა, არამედ, მყარი ზედაპირის არასებობის შემთხვევაში, სპეციალური ფორმის ბორბლიანი დისკების დახმარებით, წყალზე მოძრაობა და მიმართულების შეცვლაც უნდა შეძლოს. მცურავი მანქანის გამოშვება სპეციალისტებმა ფუკუსიმას მიწისძვრისა და ცუნამის შემდეგ გადაწყვიტეს. ახალი ელექტრომობილი ოთხ ადამიანზეა გათვლილი. მას საათში 80 კილომეტრი სიჩქარის განვითარება შეეძლება. აკუმულატორი ერთ დამუხტვაზე 166 კილომეტრის გავლას უზრუნველყოფს. კომპანია, ჯერჯერობით, 5000 ელექტრომობილის შექმნას გეგმავს, რომელთაგან 20% იაპონურ ბაზარზე დარჩება. მისი შეძენა 25 ათას დოლარად იქნება შესაძლებელი.