დაავადებულ თირკმელებს ყავა მიაშველეთ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ყავა აქვეითებს ნაადრევი სიკვდილის რისკს იმ ადამიანებში, რომლებსაც თირკმელების ქრონიკული დაავადება სჭირთ, - ასეთ დასკვნებს აკეთებენ პორტუგალიელი სწავლულები. სპეციალისტებმა 1999-2011 წლებში ჩატარებული გამოკვლევების შედეგები შეისწავლეს, რომელშიც თირკმელების უკმარისობის მქონე 4863 ადამიანი მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ მათ, რომლებიც კოფეინის მაღალ დოზას (დღე-ღამეში 213.5 მილიგრამი) იღებდნენ, ნაადრევი სიკვდილის რისკი 22%-ით შეუმცირდათ იმათთან შედარებით, რომლებიც 28.2 მილიგრამზე ნაკლებ კოფეინს მოიხმარდნენ. იმ მონაწილეებს კი, რომლებიც დღეში საშუალოდ 103 მილიგრამ კოფეინს იღებდნენ, სიკვდილიანობის რისკი 26%-ით შეუმცირდათ.