რუსეთი ომის გაშუქების წესებს ამკაცრებს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მედიის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ კრემლი „ქანჩებს უჭერს“ იმ საკითხში, თუ რუსეთის შიგნით არსებულ მედიას, უკრაინაში მისი ომის გაშუქება როგორ შეუძლია.

სექტემბრის ბოლოს, რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რაც ჯარის გაძლიერების მცდელობა იყო, მოსკოვმა მედიისთვის ახალი დირექტივები გამოსცა.

ახალი რეგულაციებით, მობილიზაციის ძალისხმევის გაშუქებისას, მედია ორგანიზაციებმა მხოლოდ ფედერალური და რეგიონული აღმასრულებელი ორგანოებიდან მიღებული მონაცემები და ინფორმაცია უნდა გამოიყენონ.

რუსული მედია მარეგულირებლის, „როსკომნადზორის“ თანახმად, ამ მოთხოვნის დაუმორჩილებლობამ შეიძლება მედიის დაბლოკვა ან 5 მილიონ რუბლამდე ($ 82.000) დაჯარიმება გამოიწვიოს.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთმა მედია საშუალებებს რეგულაციების მთელი წყება დაუწესა, მათ შორის მითითებები, რომ ომს „სპეციალური ოპერაცია“ უწოდონ.

რამდენიმე საინფორმაციო ორგანიზაციამ მუშაობა შეწყვიტა, სხვებს ლიცენზიები ჩამოართვეს, მათ შორის „ნოვაია გაზეტას“, რომლის რედაქტორი დმიტრი მურატოვი, 2021 წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.

სხვა ორგანიზაციებმა, მათ შორის „ამერიკის ხმამ“ და „ბი ბი სიმ“, თავის რუსულენოვან პროგრამებზე წვდომის შეზღუდვა განიცადეს.

 

წყარო:ამერიკის ხმა