პრობლემა სახელად თავი ტატამში!

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძუდოს სამყაროში წესები ლამის ყოველდღურად, ტურნირიდან ტურნირამდე იცვლება. აქამდე თითქოს პრობლემა არ იყო, ქართველებს ახალ წესებთან შეგუება არ უჭირდათ, მაგრამ ახლა სიტუაცია აშკარად ცუდისკენ შეიცვალა. ერთ-ერთი ახალი წესის მიხედვით, აკრძალულია ილეთის კეთების დროს, ტავით ტატამისკენ წასვლა, ანუ ტატამს თავით არ უნდა დაერჭო და ზოგადად, არც გვერდულად, მხოლოდ თავით არ უნდა  შეეხო. როგორც ძიუდოს მამები ამბობენ, ეს ძიუდოისტთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამო მოიგონე,ს მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ სერიოზული ტრავმა ამ კონკრეტული მიზეზით, ვინმეს შესაძლოა მთელი კარიერის განმავლობაში ერთხელ, ან საერთოდ არ მიეღო. ეს უფრო იმას ჰგავს, მსაჯების გადასაწყვეტი რომ ხდება, ჩათვალონ თუ არა გდება.

ჰოდა, იმას მოგახსენებდით, ქართველებს ამ ახალ წესთან შეგუება ცოტა უჭირთ თქო. ჯერ იყო და ლაშა ბექაური სწორედ ამ ილეთის გამო, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალიდან მოხსნეს, ახლა კი, ბაქოს გრანდ-სლემიდან გურამ თუშიშვილი ჩახსნეს. არადა, თუ ბექაური შედარებით ახალგაზრდაა, თუშიშვილს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და წესით, არ უნდა შეშლოდა. ჩვენი ვარაუდით, არც შეეშალა, რამდენჯერმე ვუყურეთ ილეთს, მაგრამ... გურამის მეტოქე მასპინძელი გამზატხანოვი იყო და ვფიქრობთ, მას მსაჯებმა უბრალოდ უჯიგრეს.

რაც შეეხება უშუალოდ ტურნირს, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ბრინჯაოს ორი მედალი - კვარცხლბეკზე ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ.) და ლუკა მაისურაძე (-90კგ.) ავიდნენ.