ფიფა მუნდიალიდან ტუნისის მოკვეთას აპირებს?

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

20 ნოემბრიდან, 18 დეკემბრის ჩათვლით, ყატარი მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს უმასპინძლებს. სწორედ ამიტომ არის, ევროპული ჩემპიონატები თუ ჩემპიონთა ლიგა შემჭიდროვებულ ვადებში რომ მიმდინარეობს და ლამის ყოველ კვირას თითო გუნდის მონაწილეობით, 3-3 შეხვედრის ყურება გვიწევს. მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იტალია ვერ გავიდა და იტალიელები დღემდე ცდილობენ, ფიფას მუნდიალიდან ირანის ნაკრები მოაკვეთინონ და იქ თავად გაემგზავრონ. ირანელებს კი ბრალს რუსეთთან ფარულ დახმარება-გარიგებაში დებენ, რაც შეეხება იტლიის შესაძლო გამგზავრებას, აპენინელები მსოფლიო რეიტინგში, ჩემპიონატზე ვერმოხვედრილი ნაკრებებიდან, ყველაზე მაღლა დგანან. ჰოდა, ფიფამ... ირანს არა, მაგრამ, შესაძლოა ტუნისის მოკვეთაზე ვიმსჯელოთო.

საქმე ის გახლავთ, რომ ფიფა ყველა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას კბილებით იცავს, ანუ ეს არის სახელმწიფო სახელმწიფოში და თუ ქვეყნის მთავრობა ფედერაციის შიდა საქმეებში ერევა, სანქციები გარდაუვალია. ჰოდა, თურმე სწორედ ეს ხდება ახლა ტუნისში და ფეხბურთის ადგილობრივი ფედერაცია შველას ითხოვს. ფიფამაც მკაცრად გადაწყვიტა, ან ზეწოლა შეწყდება, ან ტუნისი მსოფლიოზე ვერ ითამაშებს.

და მაინც - მსოფლიოს ჩემპიონატიდან ირანის მოკვეთას უკვე ირანელი ქალებიც ითხოვენ და ამბობენ, რომ მოძალადე მამაკაცებს მუნდიალზე არაფერი ესაქმებათ.