მამარდაშვილი „რეალს“ დაეჯახა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი თამაშის ფონზე, გიორგი მამარდაშვილი ცოტა „დაგვეჩაგრა“. არადა, ქართველი მეკარე „ვალენსიას“ ძირითადი კიპერია და მისით დაინტერესებას არაერთი ევროპული გრანდი გამოთქვამს. სიის სათავეში „იუვენტუსია“. ტურინული კლუბი ქართველს აკვირდება და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ზაფხულში მისი გადაბირება სცადოს. იტალიური მედია იმასაც წერს, მამარდაშვილ ის კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი კი წერია, მაგრამ „იუვე“ მის შეძენას 70 მილიონად შეეცდება და თუ მოისურვებს, მოახერხებს კიდეცო.

მანამდე კი... ესპანეთში სუპერთასის გათამაშების ფორმატი შეცვალეს. იქ მონაწილეობას მოქმედი ჩემპიონი, ვიცე ჩემპიონი და თასის ფინალისტები იღებენ. შედეგად, მატჩებში, რომელსაც საუდის არაბეთის ქალაქი ჯიდა უმასპინძლებს, ოთხი გუნდი იასპარეზებს - „რეალი“, „ბარსელონა“, „ვალენსია“ და „ბეტისი“. ნახევარფინალების წილისყრა გასულ კვირას გაიმართა და მამარდაშვილის გუნდს მეტოქედ „რეალი“ ერგო. ჯიდაში პირველი შეხვედრები მომავალი წლის 10 იანვარს გაიმართება და ვინ იცის, ეგებ გიორგის გუნდმა სასწაული მოახდინოს და „რეალის“ ბარიერს გასცდეს, მერე კი ფინალი და კიდევ ერთი სასწაულის იმედი უნდა გვქონდეს - საეჭვოა, „ბარსელონამ“ „ბეტისის“ დამარცხება ვერ მოახერხოს.