კვარაცხელიას მორიგი საგოლე გადაცემა და 3 ქულა „ნაპოლის“

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიის ჩემპიონატის მეათე ტურში, ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ „ბოლონიას“ უმასპინძლა. იმის მიუხედავად, რომ ნეაპოლელები უპირობო ფავორიტები იყვნენ, მატჩი მეტად დაძაბულად წარიმართა და საბოლოოდ, 3:2 დასრულდა.

მატჩის გმირი კვლავ ქართველი შემტევი გახდა. მართალია, კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია, მაგრამ მესამე გოლის დროს, გადაცემ თანაგუნდელს სწორედ მან გაუკეთა და ზოგადად, მთელი შეხვედრის განმავლობაში, ხვიჩა ყველაზე აქტიური იყო. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს და... იტალიელი ოპერატორები ნამატჩევს იმას კთხულობდნენ, რა ეწერა, მაჯაზე გაკეთებულ ნაჭერზე კვარაცხელიას... ქართველებს ეს არ უკითხავთ...