პარიზის გრანდ-სლემი - ოქროს გარეშე, მაგრამ მედლებით

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ოლიმპიადის გამო, პარიზის გრანდ-სლემს წელს პეწი დააკლდა. მსოფლიოს უძლიერესმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის დედაქალაქში ჩასვლა არ ისურვეს, ისინი ოლიმპიური თამაშების შემდეგ კუთვნილ შვებულებას ირგებენ და აქცენტს მომავალი წლისთვის აკეთებენ. ამიტომაც იყო, ტურნირზე საქართველოს ნაკრებიც სრული შემადგენლობით რომ არ წავიდა და მხოლოდ რამდენიმე სპორტსმენი წაიყვანა, თუმცა ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა, გარდა ვაჟა მარგველაშვილისა, თუმცა ვაჟას ამის მიზეზი ჰქონდა - მან კოვიდსაწინააღმდეგო აცრა გაიკეთა, თავს სუსტად გრძნობდა და ტურნირის წინა დღეს, მცირე ტრავმაც მიიღო. ამიტომ, ტატამზე მისი გაშვება მწვრთნელებმა აღარ გარისკეს.

რაც შეეხებათ დანარჩენებს, -57კგ-ში მოასპარეზე ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მესამე ადგილები და შესაბამისად, ბრინჯაოს მედლები ირგუნეს ლუკა მაისურაძემ (-90კგ) და ონისე სანებლიძემ (-100კგ). რაც შეეხება ტატო გრიგალაშვილს (-81კგ), მან ფინალამდე საოცრად იარა, იქ კი იაპონელ მეტოქესთან ორი ვაზარით დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.