ძიუდოისტები ბაქლსთვის დაირაზმნენ

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

5-7 ნოემბერს, აზერბაიჯაანის დედაქალაქი ძიუდოისტთა გრანდ სლემს უმასპინძლებს. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ბაქოში ქართული დელეგაცია უძლიერესი შემადგენლობით უნდა წასულიყო, მაგრამ გუნდს ერთი-მეორის მიყოლებით გამოაკლდნენ მსოფლიოს ჩემპიონები ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა შავდათუაშვილი და გურამ თუშიშვილი. აზერბაიჯანში ორ გოგონასაც უნდა ეასპარეზათ, მაგრამ მარიამ ჯანაშვილი და მზია ბებოშვილი ბაქოშ აღარ თუ ვეღარ მიდიან. ასეთი დანაკლისის მიუხედავად, ჩვენი გუნდის შემადგენლობა ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ გახლავთ. აზერბაიჯანში საქართველოს სახელს ჯაბა პაპინაშვილი (-60კგ.), ვაჟა მარგველაშვილი, ბაგრატ ნინიაშვილი (-66კგ.), ჯუმბერ მელაძე (-73კგ.), თორნიკე ფოლადაშვილი, გიორგი შერაზადიშვილი (-81კგ.), ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (-90კგ.), ონისე სანებლიძე, მიხეილ ჯაფარიძე  (100კგ.) დაიცავენ.

ბარემ იმასაც გეტყვით, რომ ძიუდოს ფედერაცია გოგონებისთვის სპეციალური პროგრამის განხორციელებას იწყებს. ეს იმ პროგრამის ანალოგია, რომელიც ვაჟთა გუნდში განხორციელდა და შედეგი მოიტანა. იმედია, ფედერაციის მიერ წამოწყებული ახალი პროგრამა გოგონებშიც ასეთივე წარმატებული იქნება.